დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსი
დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსი[1] (რუს. Здание главного корпуса Ростовского мореходного училища дальнего плавания) — შენობა დონის როსტოვში. ნაგებობა აგებულია 1914 წელს როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლისათვის[2][3]. ამჟამად შენობაში განთავსებულია გ. სედოვის სახელობის წყლის ტრანსპორტის ინსტიტუტი. როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].
დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსი რუს. Здание главного корпуса Ростовского мореходного училища дальнего плавания | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′07″N 39°43′39″E / 47.218703° ჩ. გ. 39.727494° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
ტიპი | მოდერნი |
დასრულების თარიღი | 1914 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: დონის როსტოვი, სედოვის ქუჩა 8/2 А[1].
ისტორია
რედაქტირებასაზღვაო კლასები დონის როსტოვში გაიხსნა 1876 წელს, ხოლო მისთვის საკუთარი შენობა ააგეს 1896 წელს. XX საუკუნის დასაწყისში საზღვაო კლასებს ეწოდა „შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლი“. დღის წესრიგში დადგა სასწავლებლისათვის ახალი შენობის აგება. დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსის შენობა ააგეს 1914 წელს საზღვაო კლასების შენობის ახლოს[3].
1974 წელს ნაგებობის ფასადზე დაკიდეს მემორიალური დაფა ტექსტით:
„ამ შენობაში საზღვაო ხელოვნებას სწავლობდნენ მიხეილ ბელოუსოვი და ნიკოლაი ლუნინი. გმირობისა და გამბედაობისათვის, სამშობლოს დავალებების შესრულებისათვის, მათ მიენიჭათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება[2]“
|
როსტოვის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 დადგენილების მიხედვით დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსის შენობა სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცა, როგორც რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1].
არქიტექტურა
რედაქტირებადონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსის ორსართლიანი შენობა აგებულია მოდერნის სტილში. აქვს სწორკუთხა დაგეგმარება და დაგეგმარების კორიდორული სისტემა[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 30.
- ↑ 3.0 3.1 „Здание Ростовского морского колледжа“. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-08.