დონის როსტოვის სამების ეკლესია
დონის როსტოვის სამების ეკლესია (რუს. Троицкая церковь) — მართლმადიდებლური ეკლესია დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 2002-2004 წლებში
დონის როსტოვის სამების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | დონის როსტოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 2002-2004 |
მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქალაქი დონის როსტოვი, რკინიგზის რაიონი, საერთაშორისო ქუჩა № 7-ა[1].
ისტორია
რედაქტირებაXVIII საუკუნეში თანამედროვე რკინიგზის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად განთავსებულია სამების ეკლესია, მდებარეობდა სტანიცა გნილოვსკაია. მისი მაცხოვრებლებისათვის უახლოესი სამლოცველო (წმინდა დიმიტრი როსტოველის სახელობისა) მდებარეობდა მეზობელ დიმიტრი დონელის ციხესიმაგრეში. იმასთან დაკავშირებით, რომ სტანიცის მოსახლეობას უჭირდა ტალახისა და ცუდი ამინდების გამო დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრემდე ლოცვისათვის მისვლა, მათ თხოვეს ინჟინერ რიგელმანს აეშენებინა მათთვის სამლოცველო, რომლისთვისაც გამოყოფდნენ წმინდა დიმიტრის ეკლესიის ერთ მღვდელს.
თხოვნა გაითვალისწინეს და გლინოვსკში 1765 წელს ააშენეს პირველი ხის სამლოცველო, რომელიც აკურთხეს სამების ხატის სახელზე. ღვთისმსახურებისათვის საჭირო საეკლესიო ჭურჭელი მიიტანეს წმინდა დიმიტრის ეკლესიიდან. გნილოვსკაიის მაცხოვრებლებმა ცალკე მღვდლის ყოლის უფლება მოიპოვეს. ეკლესიის მღვდელი გახდა ივან კალოშინი. 1784 წელს სამლოცველოს ნაცვლად ააგეს სამების სახელობის ხის ეკლესია. ახალი ეკლესია აკურთხეს 1785 წლის 27 ივლისს. ეკლესია მდებარეობდა სამების აღმართში (ამჟამად რელეფნაიის ქუჩა). 70 წლის შემდეგ ეკლესია ძალიან მოძველდა და 1855 წელს ამავე ადგილზე ააშენეს ქვის ეკლესია ორსართულიანი სამრეკლოს თანხლებით.
1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დაანგრია. 1955 წელს მის ნანგრევებზე ააშენეს მემდინარეების ბარაკები. 1995 წელს ყოფილი ეკლესიის ეზოს ტერიტორიაზე ააგეს სამლოცველო, რომელიც მოგვიანებით გადააკეთეს მცირე ეკლესიად. ეკლესიის პირვანდელი სახის დაბრუნება და აღდგენა დაიწყეს 2001 წელს, ხოლო 2003 წლიდან მასში უკვე ღვთისმსახურებაც მიმდინარეობს[2]. 2005 წელს სამების დღესასწაულზე შედგა პირველი საკურთხევლის ღვთისმახურება, რომელსაც ესწრებოდა დიდი რაოდენობის მრევლი[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ростов-на-Дону. Церковь Троицы Живоначальной. Соборы.РУ. ციტირების თარიღი: 2017-03-06.
- ↑ Храм во имя Живоначальной Троицы. Weddding alldon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-07. ციტირების თარიღი: 2017-03-06.
- ↑ Храмы станицы Гниловской. Ч.1. Церковь во имя Святой Живоначальной Троицы. Ростовский берег. ციტირების თარიღი: 2017-03-06.