დონის როსტოვის იოანე კრონშტადტელის ეკლესია

იოანე კრონშტადტელის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Кронштадтского) — მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 2001-2010 წლებში ჰენრიხ ივანოვის პროექტის მიხედვით.

იოანე კრონშტადტელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ჰენრიხ ივანოვი
თარიღდება 2001-2010

ისტორია რედაქტირება

ტაძარი, რომელიც აგებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შერაცხული მღვდლის, იოანე კრონშტადტელის სახელობაზე, ერთადერთი სტუდენტური ეკლესიაა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიაში. აღნიშნული ტაძრის ისტორია იწყება 1992 წლიდან, როდესაც 1992 წლის 29 სექტემბერს გაიხსნა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე სამლოცველო. პირველი წირვა აღნიშნულ ეკლესიაში გაიმართა 1993 წლის 1 სექტემბერს. მომდევნო წლის 12 ივლისს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა აკურთხა ადგილი ახალი ეკლესიის მშენებლობისათვის, ხოლო 26 ივლისს დაიწყო სამშენებლო სამუშაოები.

პირველი საღვთო ლიტურგია გაიმართა 1994 წლის 3 ივნისს. ძალიან მალევე გადაწყდა აეშენებინათ ახალი ეკლესია იოანე კრონშტადტელის (1829-1909 წწ.) სახელობაზე. 1999 წელს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II სტუმრობდა დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აკურთხა ახალი ეკლესიის ასაშენებლად გამოყოფილი ადგილი და საფუძველი ჩაუყარა ტაძრის მშენებლობას. 2004 წელს გაიხსნა ეკლესიის გუმბათი ჯვრით. ტაძართან მუშაობს სამრევლო სკოლა[1].

2005 წლის 14 მარტიდან ღვთისმსახურება აღესრულება მშენებარე ეკლესიის წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ფლიგელში[2].

სქოლიო რედაქტირება

  1. Ростов-на-Дону|Церковь Иоанна Кронштадтского при РГУПС. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-11.
  2. Храмы Ростова-на-Дону Церкви Ростова-на-Дону - храмостроение возрождение церкви Ростов-на-Дону. www.donvrem.dermartology.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-10. ციტირების თარიღი: 2017-01-11.