დონის მეკავშირეებს (ძეგლი)
დონის მეკავშირეებს (რუს. Связистам Дона) — ძეგლი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი მდებარეობს ნიკოლაი სოტროვსკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელთან. მისი საზეიმო გახსნა გაიმართა 2016 წლის 9 სექტემბერს. ძეგლის ავტორია არქიტექტორი ვალენტინ კოსტევი[1]. საზეიმო გახსნა გაიმართა ქალაქის დღესთან დაკავშირებით[2], ასევე პირველი სამოქალაქო რადიოკავშირის დამყარების 115-ე წლისთავის დღეს[3].
დონის მეკავშირეებს Связистам Дона | |
---|---|
მდებარეობა | დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი | ვალენტინ კოსტევი |
მასალა | ბრინჯაო |
სიმაღლე | 6 მ |
გახსნის თარიღი | 2016 |
ისტორია
რედაქტირება2016 წლის აპრილში ქალაქ დონის როსტოვში გაიმართა სახალხო გამოკითხვა, რომლის შედეგადაც უნდა გარკვეულიყო ძეგლის საუკეთესო მაკეტი, რომელზე დაფუძნებითაც მომავალში შეიქმნებოდა ქანდაკება „დონის მეკავშირეებს“. გამოკითხვაში პირველი ადგილი 40 %-ით დაიკავა მაკეტმა, რომელიც შექმნა ცენტრალური ფედერალური ოლქის რადიოსიხშირის ცენტრის კოლექტივმა. მაკეტისათვის ძეგლის სახის მისაცემად მოქანდაკედ აირჩიეს ვალენტინ კოსტევი. ძეგლის დასამონტაჟებელი თანხები მოსახლეობის შემოწირულობებითა და მცენატების მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხებით მოხდა[1].
ძეგლის დასამონტაჟებლად აირჩიეს ნიკოლაი სოტროვსკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელი, ადგილი სადაც ერთმანეთს გადაკვეთს 14 ხაზის ქუჩა და შოლოხოვის პროსპექტი[2].
სკულპტურული კომპოზიციის გახსნის ცერემონიას, რომელიც გაიმართა 2016 წლის 9 სექტემბერს, ესწრებოდნენ როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოადგილე ვასილი რუდოი, როსტოვის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გორბანი, ადამიანები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს პროექტის რეალიზაციაში და კავშირის ოპერატორების წარმომადგენლები[1].
აღწერა
რედაქტირებასკულპტურული კომპოზიციის ცენტრალური ფიგურაა გლობუსი. იგი მდებარეობს კვარცხლბეკზე ისრებს შორის. ქანდაკების ავტორებმა მოიფიქრეს ელემენტები, რომლებიც დამახასიათებელია ტელეკომუნიკაციების, საფოსტო კავშირისა და თანამგზავრული კავშირგაბმულობისათვის. ამ თვალსაზრისით ისრები ასოცირდება ელექტროკავშირთან, მტრედი ნისკარტში კონვერტით — საფოსტო კავშირთან, ხოლო თანამგზავრულ კავშირგაბმულობასთან ასოცირდება ორბიტა, რომელიც დედამიწის გარშემო მდებარეობს[1]. ქანდაკების სიმაღლე 6 მეტრია[2]. კვარცხლბეკზე დამაგრებულია სამახსოვრო დაფა, რომელზეც ჩამოთვლილია პროექტის მეცენატების სახელები. სკულპტურის ახლოს არის Wi-Fi[2], დამონტაჟებულია კამერა, რომელიც დაკავშირებულია „უსაფრთხო ქალაქის“ სისტემასთან[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 В Ростове открыт памятник «Связистам Дона». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-28. ციტირების თარიღი: 2017-06-04.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 В Ростове-на-Дону открыт памятник связистам
- ↑ В Ростове торжественно открыли памятник донским связистам