დონეცკზე თავდასხმა (2022)

დონეცკზე თავდასხმა — სარაკეტო თავდასხმა ქალაქ დონეცკის ცენტრზე, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით აღნიშნული უკრაინული ძალების მიერ განხორციელდა. თავდასხმა 2022 წლის 14 მარტს, ადგილობრივი დროით 11:31 საათზე მოხდა, სამიზნე იყო დონეცკის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტისა და არტიომის ქუჩები. რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. დსრ-ის ოფიციალური პირების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 20 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 9.[1] მოგვიანებით მონაცემები განახლდა: 23 დაღუპული და 28 დაჭრილი.[2]

დონეცკზე თავდასხმა (2022)

ჩამოვარდნილი რაკეტის ნაწილი
მდებარეობა დონეცკი, უკრაინა
თარიღი 14 მარტი, 2022
11:31 (UTC+3)
სამიზნე დონეცკის მშვიდობიანი მოსახლეობა
თავდასხმის ტიპი
სარაკეტო
იარაღი ტოჩკა-უ
დაღუპულები 23
არასასიკვდილო დაზიანებები
28
თავდამსხმელები უკრაინის დროშა უკრაინა (დსრ-ის თანახმად)
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დსრ (უკრაინის თანახმად)
რუსეთის დროშა რუსეთი (უკრაინის თანახმად)

უკრაინის ხელისუფლება თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებდა, ანუ მათი განცხადებით ადგილი ჰქონდა ცრუ დროშის ოპერაციას, რომელიც დადგმული იყო ხარკივში, ირპინსა და მიკოლაივში რუსული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის გადასაფარად. მათი ინფორმაციით, აფეთქების ხასიათისა და რაკეტის ნამსხვრევების არარსებობის გამო, აღნიშნული, როგორც ჩანს, უმოძრაო ობიექტიდან მოხდა, როგორიცაა, მაგალითად, მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.[3] დსრ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმა უკრაინული ძალების არსენალში არსებული ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ტოჩკა-უ-თი განხორციელდა, იგი დსრ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს და კასეტური საბრძოლო მასალა დროულად ვერ გაიფანტა.[4]

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანიზაციი, კონფლიქტის დაზვერვის გუნდის (Conflict Intelligence Team) ანალიტიკოსის თანახმად, რაკეტა, როგორც ჩანს, გაშვებული იყო რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. მან ასევე უარყო, რომ ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.[5]

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Мароховская, Марина; Ганга, Александра (14 მარტი, 2022). „20 человек погибли и девять пострадали в результате удара ВСУ по Донецку“. Известия (რუსული). ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „Russia claims 23 dead in missile attack on Donetsk, S Jaishankar to give statement on war in Parliament today“. DNA India (ინგლისური). 15 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „Росія заради фейку про обстріл Донецька вбила десятки людей“. 24 Канал (უკრაინული). 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „Сбитая над центром Донецка "Точка-У" несла кассетный заряд“. vesti.ru (რუსული). 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „The missile strike on the centre of Donetsk was carried out from the territory of the Russian Federation - Conflict Intelligence Team“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)