დოლიანის წმინდა გიორგის ეკლესია

დოლიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში, „ახშადურას“ უბანში, „დოლიანის ნასოფლარზე“, სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვით და კირის ხსნარით და განეკუთვნება მცირე ზომის ცალნავიან დარბაზულ ეკლესიათა რიგს. გეგმაში სწორკუთხაა და ოდნავ კოლოფისებრი ფორმის საკურთხეველი აქვს. საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ნიშაა. თითო ნიშაა აგრეთვე დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველი დარბაზისგან აბსიდის მხრებით იყოფა. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. ამავე კედელზე შემორჩა კარის ზედა სარკმელი. ძეგლის ტექნიკური მდგომარეობა არასახარბიელოა. მთლიანად ჩამოქცეულია კამარა, სატრიუმფო თაღი და საკურთხევლის კონქი; ნაწილობრივ ჩამონგრეულია აღმოსავლეთი კედელი; დანარჩენი სამი კედელი მხოლოდ 1,5-დან 3 მეტრამდეა შემორჩენილი.  ეკლესიაში და მის გარშემო ჩამოვარდნილია კედლის ფრაგმენტები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება