ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დოკეტიზმი, დოკეტები (ძვ. ბერძნულიდან δοκέω [dokeō] — «ვეჩვენები», δοκέιν – «მოჩვენებითი») — ერთ-ერთი უძველესი ერეტიკული ქრისტიანული სწავლება და მისი მიმდევრები. ისინი უარყოფდნენ ქრისტეს ვნებების რეალურობას და მის განხორციელებას, რაც მათი აზრით, ეწინააღმდეგება ღვთის უვნებლობისა და უსაზღვრობის შესახებ წარმოდგენებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს არსებობა იყო ილუზორული.

სწავლების არსი იყო ის, რომ ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში არ ჰქონია მატერიალური ხორცი. ამის შედეგი იყო მტკიცებულება, რომ თავისი არამატერიალურობის გამო ქრისტეს არ შეეძლო ვნებულიყო და მომკვდარიყო ჯვარზე და შესაბამისად, არც აღდგომა იყო შესაძლებელი.

დოკეტიზმი ძალიან ადრე გაჩნდა, მოციქულთა ხანაში და მათთან პოლემიკის კვალი შეიძლება ჩანდეს ჯერ კიდევ ახალ აღთქმაში (1 იოანე 4:2-3) ან აგ–ჰამადის ბიბლიოთეკის თხზულებებში (მელქისედეკი IX, 5). II საუკუნეში დოკეტიზმი განვითარდა და გნოსტიკური კონსტრუქციების განუყოფელი ნაწილი გახდა. დოკეტიზმის იდეების კვალი შენახულია ქრისტეს ბუნების მონოფიზიტურ წარმოდგენაში.

დოკეტიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ძირითადად, ეგნატე ღმერთშემოსილი (I ს. მეორე ნახ. — II ს. დას.) და ირინეოს ლიონელი (II ს. მეორე ნახ.).

  • Михаил Поснов, История христианской церкви (до разделения Церквей — 1054 г.) Первое, сокращенное издание: София, 1937. Второе в изд-ве «Жизнь с Богом», полное: Брюссель, 1964. Репринт: Брюссель, ЖсБ, 1988.
  • Лосев А.Ф., История античной философии в конспективном изложении, М., 1998
  • Ronnie Goldstein, Guy Stroumsa, The Greek and Jewish Origins of Docetism: A New Proposal, in Zeitschrift für Antikes Christentum, т. 10, №3, июнь 2007, стр. 423–441
  • Guy Stroumsa, Le rire du Christ. Essais sur le christianisme antique, Bayard, 2006, см. текст
  • Darrell D. Hannah, The Ascension of Isaiah and Docetic Christology, в Vigiliae Christianae, Т. 53, №2, май 1999, стр. 165-196
  • A.K.M. Adam, Docetism, Kasemann, and Christology, в Scottish Journal of Theology, Т. 49, №4, 1996, стр. 391-410
  • Norbert Brox, Doketismus, eine Problemanzeige, в Zeitschrift für Antikes Christentum, № 95, 1984, стр. 301-314
  • Jerry W. McCant, The Gospel of Peter: Docetism Reconsidered, в New Testament Studies, Т. 30, №2, 1984, стр. 258-273
  • Edwin Yamauchi, The Crucifixion and Docetic Christology, в Concordia Theological Quarterly, №46, 1982, стр. 1-20
  • Michael Slusser, Docetism : A Historical Definition, в Second Century, Т.1, №3, 1981, стр. 163-172
  • J.N.D. Kelly, Early Christian Doctrines, HarperCollins, 1978, стр. 141-142
  • Winrich Löhr, Josef van Ess, Art. Doketismus I. Christentum II. Islam. In: RGG, 4. Aufl., Bd. 2.
  • Peter Weigandt, Der Doketismus im Urchristentum und in der theologischen Entwicklung des zweiten Jahrhunderts. 2 Bde., Diss. Heidelberg 1961
  • Ulrich B. Müller, Die Menschwerdung des Gottessohnes. Frühchristliche Inkarnationsvorstellungen und die Anfänge des Doketismus. Stuttgarter Bibelstudien 140. Verl. Kath. Bibelwerk, Stuttgart 1990 ISBN 3-460-04401-2
  • Wolfram Uebele, "Viele Verführer sind in die Welt ausgegangen". Die Gegner in den Briefen des Ignatius von Antiochien und in den Johannesbriefen. BWANT 151. Kohlhammer, Stuttgart/Berlin/Köln 2001 ISBN 3-17-016725-1
  • Benjamin Walker, Gnosis. Vom Wissen göttlicher Geheimnisse. Diederichs, München 1992 ISBN 3-424-01126-6
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დოკეტიზმი“-დან