დნმ-დაქტილოსკოპია
დნმ-დაქტილოსკოპია ან გენეტიკური დაქტილოსკოპია — პიროვნების ბიოლოგიური იდენტიფიკაციის მეცნიერული მეთოდი, რომელიც დამყარებულია თითოეული ადამიანის დნმ-ის უნიკალურ წყობაზე, მის თავისებურ „გენეტიკურ ანაბეჭდზე“, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინდივიდუალური და უცვლელია.
მეთოდი 1984 წლის 10 სექტემბერს აღმოაჩინა ბრიტანელმა გენეტიკოსმა ალეკ ჯეფრისმა[1]. გამოიყენება ძირითადად კრიმინალისტიკაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს სხვადასხვა დანაშაულის მხილებისთვის, აგრეთვე ნათესაობის დასადგენად და პიროვნების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული მრავალი სხვა ამოცანის ამოსახსნელად[2].
დღესდღეობით დნმ-დაქტილოსკოპია ტარდება პორტატულ ლაბორატორიებშიც კი. მსოფლიოში ათეულობით დაწესებულება უშვებს მოწყობილობებს პიროვნების გენომური იდენტიფიკაციისათვის[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დნმ-დაქტილოსკოპია დაარქივებული 2017-09-29 საიტზე Wayback Machine. // rusbiotech.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ DNA pioneer's 'eureka' moment. It will be 25 years on Thursday since British scientist Professor Sir Alec Jeffreys discovered the DNA fingerprint. Claire Marshall joined him in his laboratory to talk about his breakthrough and the changes it has wrought over the last 25 years. «BBC-News» // news.bbc.co.uk (9 September 2009) (ინგლისური)
- ↑ Видеорепортаж Антона Войцеховского. В 1984 году генетики обнаружили, что у каждой ДНК есть свои уникальные особенности. «Первый канал» // 1tv.ru (4 სექტემბერი 2009 წელი)
- ↑ 30 წლის წინ აღმოაჩინეს დნმ-ის უნიკალური თვისება — „გენეტიკური ანაბეჭდები“. // calend.ru (3 სექტემბერი 2014 წელი)