დიჰიდროქსიბენზოლები
დიჰიდროქსიბენზოლები — ორგანული ნაერთები, რომლებიც შედგებიან ბენზოლის ბირთვისა და მასზე მოთავსებული ორი ჰიდროქსილის ჯგუფისგან. დიჰიდროქსიბენზოლები სულ სამი იზომერის სახითაა. ესენია: 1,2-დიჰიდროქსიბენზოლი (ორთო იზომერი), ცნობილია როგორც კატექოლი; 1,3-დიჰიდროქსიბენზოლი (მეტა იზომერი), ცნობილია როგორც რეზორქინოლი; 1,4-დიჰიდროქსიბენზოლი (პარა იზომერი), ცნობილია როგორც ჰიდროქინონი.[1] ყველა დიჰიდროქსიბენზოლი არის უფეროდან თეთრამდე ფერის, ოთახის ტემპერატურის და ჩვეულებრივი წნევის პირობებში მყარი ნივთიერება. სამივე იზომერის ფორმულაა .
ორთო იზომერი |
მეტა იზომერი |
პარა იზომერი |
---|---|---|
კატექოლი პიროკატეხოლი 1,2-დიჰიდროქსიბენზოლი o-დიჰიდროქსიბენზოლი 1,2-ბენზოლდიოლი o-ბენზოლდიოლი |
რეზორქინოლი 1,3-დიჰიდროქსიბენზოლი m-დიჰიდროქსიბენზოლი რეზორცინი 1,3-ბენზოლდიოლი m-ბენზოლდიოლი |
ჰიდროქინონი 1,4-დიჰიდროქსიბენზოლი p-დიჰიდროქსიბენზოლი 1,4-ბენზოლდიოლი p-ბენზოლდიოლი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Helmut Fiege, Heinz-Werner Voges, Toshikazu Hamamoto, Sumio Umemura, Tadao Iwata, Hisaya Miki, Yasuhiro Fujita, Hans-Josef Buysch, Dorothea Garbe, Wilfried Paulus (2002). „Phenol Derivatives“. Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. doi:10.1002/14356007.a19_313. ISBN 978-3527306732.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)