დირი ბაბას მავზოლეუმი
დირი ბაბას მავზოლეუმი (აზერ. Diri Baba türbəsi) — შეიჰ დირი ბაბას მავზოლეუმი, რომელიც განლაგებულია აზერბაიჯანის ქალაქ გობუსტანი.
დირი ბაბას მავზოლეუმი აზერ. Diri Baba türbəsi | |
---|---|
დირი ბაბას მავზოლეუმი | |
მდებარეობა | გობუსტანი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | 1402 |
არქიტექტურა
რედაქტირებადირი ბაბას მავზოლეუმის შესახებ აღწერილია კ. დე ბრუინის და ა. ოლეარის, ასევე ბ. დორნის ნამუშევრებში. მავზოლეუმი აღმართულია მაღალოი კლდის წვერვალზე. თვითონ ნაგებობა ორ სართულიანია. პირველ სართულზე განლაგებულია დარბაზი, რომელიც გადახურულია გუმბათით, რომელშიც შესაძლებელია შესვლა პატარა რვაკუთხა გუმბათიანი მისაღებიდან. სფერისებული გუმბათი წაწვეტებულია გვირგვინისებური ფორმით, რომელიც მორთულია მცენარისებური ორნამენტებით. ერთ-ერთ მათგანზე არის ამოტვიფრული თარიღი - 1402 წელი, ასევე ხუროთმოძღვრის სახელის ნაწილი - „... უსტად ჰაჯის შვილი“. ამ ადგილთან დაკავშირებულია უამრავი თქმულება და მითი. დირი ბაბა მორთულია ასაწყობი მოზაიკით, ეფექტური წარწერით, რომელიც გამოტვიფრა კალიგრაფმა, სახელით „დერვიშმა“.
შემახიდან ბაქოს მიმავალ გზაზე, სოფელ მარაზაში, არის უნიკალური ძეგლი - ორსართულიანი XV საუკუნის მეჩეთ-მავზოლეუმი „დირი - ბაბას „ სახელწოდებით, რომელიც განლაგებულია ძველი სასაფლაოს გასწვრივ. დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივი მკვიდრნი ჰყვებოდნენ, რომ აქ დაკრძალულია და გაუხრწნელად არის შენახული წმინდანი დირი-ბაბა. ამ ადგილთან დაკავშირებულია უამრავი მისტიური თქმულება. ამიტომაც, XVII საუკუნიდან აქ უამრავი მომლოცველი და ტურისტი სტუმრობს აქაურობას. ამ ნაგებობის უნიკალურობა ის არის, რომ ხუროთმოძღვარმა თითქოს და კლდეში ჩასვა იგი. თითქოსდა მავზოლეუმი ცაშია დაკიდებული. აკლდამა თავისი არქიტექტურით გახფრთოვანებს. უსწორ-მასწორო კლდის ფონზე, აკლდამის ნათელი და პრიალა კედლები საზეიმოდ გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ ნაგებობასი მთავარ სართულად ითვკლება მეორე სართული. დარბაზის წინ მოწყობილია პატარა შესასვლელი, რომელიც გადახურულია რვაკუთხა გუმბათით, სადაც ფეხზე იხდიდნენ შემსვლელები. მისაღებიდან არის გასასვლელი ნახევრად ჩაბნელებულ კიბეზე, რომელიც გამოკვეთილია კლდეში და მიემართება მეორე სართულზე სადაც არის განლაგებული თვით საფლავი. დარბაზი 15 მ² სიდიდისაა. იგი გადახურულია სფერისებური გუმბათით. კედელზე ამიოტვიფრულია წარწერა, რომელშიც მოხსენსბულია შირვანშაჰ შეიჰ იბრაჰიმ I. სართულებ ჰყოფა დეკორატიული იარუსი წარწერით, რომელიც თითქოს და გარს არტყამს ნაგებობას. მავზოლეუმი უშუალოდ ებჯინება კლდეს, რომეშიც გამოკვეთილია წმინდანის დაკრძალვის ადგილი. აქეთ ასევე მოდის ვიწრო გასასვლელი ჩრდილოეთის კედლიდან.
დირი - ბაბას არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის შენობას, მწვანე ხეებისა და კლდის პეიზაჟს. მავზოლეუმის შენობა არის შირვანის არქიტექტურული სკოლის შედევრი, ხელოვნების მშვენიერი ნაწარმოები, ძველი ხელოსნების მშვენიერი ქმნილება. ძეგლს იცავს სახელმწიფო.
„დირი - ბაბას“ აკლდამის შემქმნელის სრული სახელი ვერ შენარჩუნდა, დარჩა მხოლოდ მისი სახელის ფრაგმენტი „... უსტა ჰაჯის შვილი“ და მშენებლობის თარიღი. – 1402 წელი[1].
მავზოლეუმი ნახსენები აქვს გერმანელ მოგზაურს ადამ ოლეარიუსი[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დირი ბაბას მავზოლეუმი“ ვიკისაწყობში.