დირედეიმე (აზერ. dirədöymə — მუხლებში მირტყმა) — აზერბაიჯანული ხალხური თამაში ქამრით. ძირითადად თამაშობენ ბავშვები და მოზარდები, ნოვრუზის დროს. ნახიჩევანში ამ თამაშს უწოდებენ „ჯიზიგ ტურნასს“, მუღანში — „ჯიზიგდანჩიხმა“, ბაქოში — „გაიშჩაფდი“ („გაიშიშლადი“), გიოიჩაიში — „ტურაიონუ“ და სხვ.[1]

თამაშის წესები რედაქტირება

მოთამაშეები იყოფიან ორ გუნდად და მიწაზე ხაზავენ წრეს. მერე წილის ყრით ერთი გუნდი შედის წრეში, ხოლო მეორე რჩება წრის გარეშე. იმათ ვინც დგას წრეში ერთი ფეხით აბიჯებს ქამარს (ან მათრახს). ისინი ვინც დარჩნენ წრის გარეთ ცდილობენ წაართვან ეს ქამრები მათ ვინც წრეშია. წრეში მდგომები ურტყავენ მათრახს იმათ ვინც ცდილობს წრეში შეღწევას და ყველანაირად უშლიან ხელს წრეში შესასვლელად.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე წრეში მყოფი წრის გარეთ მყოფის ფეხს ეხება, მაშინ გუნდები ცვლიან როლებს (წრეში მყოფნი წრის გარეთ გამოდიან, და წრის გარეთ მყოფნი კი პირიქით). თუ წრის გარეთ მყოფთა წარმომადგენელი ახერხებს მოწინააღმდეგის წრის შიგნიდან გათრევას, მაშინ წრეში დარჩენილები ვალდებულები არიან მცველის გარეშე დარჩენილი ქამრის დაცვაც მოახერხონ. ხოლო თუ წრეში მყოფთა წარმომადგენელი ახერხებს მოწინააღმდეგის წრის შიგნით შეთრევას, მაშინ თამაშის მონაწილები როლებს ცვლიან. თუ წრის გარეთ მყოფი მოთამაშე ახერხებს წრეში მყოფისაგან ქამრის ართმევას, მაშინ ის იწყებს მოწინააღმდეგეების ქამრით ცემას სხვა დანარჩენი ქამრების ართმევის მიზნით. მოგებულად ითვლება ის გუნდი, რომელიც წრეში მყოფთაგან ყველა ქამრის ართმევას შეძლებს. მაშინ ისინი მეტოქეების ქამრებით ცემას იწყებენ. თუ რომელიმე წრეში მყოფი წრის გარეთ მყოფის შეთრევას ახერხებს, გუნდების მოთამაშეები ადგილებს ცვლიან.

სქოლიო რედაქტირება

  1. Novruz bayramı ensiklopediyası / Составители: Бахлул Абдулла, Тофиг Бабаев. Под науч. ред. Магеррама Гасымлы (азерб.)русск.. — Баку: Şərq-Qərb, 2008. — С. 60-61. — 208 с. — ISBN 978-9952-34-117-1.