ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დინ ვინჩესტერი — გამოგონილი პერსონაჟი CW-ს ტელევიზიის სერიალიდან „ზებუნებრივი“. ის ნადირობს დემონებზე,სულებზე და სხვა ზებუნებრივ არსებებზე თავის უმცროს ძმა სემთან ერთად.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დინი დაიბადა 1979 წლის 24 იანვარს ჯონ და მერი ვინჩესტერების ოჯახში, კანზასის შტატ ქალაქ ლორენსში.ის არის წყვილის პირველი შვილი, რომელიც თავის ძმა, სემზე 4 წლით უფროსია. მას სახელი დედის მხრივ ბებიის, დიანა კემპბელის პატივსაცემად დაარქვეს. როდესაც დინი მხოლოდ 4 წლის იყო, 2 ნოემბერს, 1983 წელს დედამისი, მერი მოკლა დემონმა აზაზელმა სემის ოთახში. ჩვილი სემი ხანძრის დროს გადარჩა, რადგან მამამისმა ის მისცა დინს, რომ გარეთ გაეყვანა. ხოლო ჯონი წარუმატებლად ეცადა მერის გარადარჩენას. იმ ღამის შემდეგ დინი პასუხისმგებელად თვლიდა თავს, რომ სემისთვის მოეარა. დინის მამამ, ჯონმა, ის და სემი აღზარდა ზებუნებრივი არსებებზე მონადირეებად. დინის ბავშვობაში ჯონი რამდენიმე კვირით მიდიოდა ხოლმე სანადიროდ, ამიტომ დინს უწევდა ძმის გაზრდა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დინ_ვინჩესტერი“-დან