რობერტ დინვიდი
(გადამისამართდა გვერდიდან დინვიდი, რობერტ)
რობერტ დინვიდი (დ. 1693 — გ. 27 ივლისი, 1770) — კოლონიალური ვირჯინიის გუბერნატორი 1751–1758 წლებში.
დინვიდი იბრძოდა ოჰაიოს ოლქზე უფლებების მოსაპოვებლად, რომლის დასაკავებლადაც ასევე იღვწოდნენ ფრანგები. 1753 წელს დინვიდიმ შეიტყო რომ ფრანგებმა ტბა ერის მახლობლად ფორტი ააგეს. მან 8 კაციანი რაზმი გააგზავნა ფრანგებთან ულტიმატუმის გადასაცემად, დინვიდი ითხოვდა ფრანგების მხრიდან ტერიტორიის დატოვებას, რაზეც ფანგებმა უარი განაცხადეს, ამ ფაქტს მოყვა ფორტ ნესესითის მოვლენები.
დინვიდის მოღვაწების პერიოდში მას მუდმივი უთანხმოება ჰქონდა ფინანსურ უწყებებთან. 1758 წელს ის გაიწვიეს ვირჯინიიდან და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ინგლისში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Anderson, Fred (2001). Crucible of war: the Seven Years' War and the fate of empire in British North America, 1754-1766. New York: Vintage Books. ISBN 0-375-70636-4.