დინარული რასა, აგრეთვე ცნობილი როგორც ადრიატიკული ან ეპიროტიკული რასა — ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა ფიზიკურ ანთროპოლოგიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.[1] ამ სახელწოდებით აღნიშნავდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის თანამედროვე ეთნიკური ჯგუფების ფენოტიპს და მომდინარეობს დინარის მთიანეთის სახელწოდებიდან. იგი შემოიღო ფრანგმა ანთროპოლოგმა იოზეფ დენიკერმა, რომელიც ასევე იყენებდა ტერმინს „ადრიატიკული რასა“. საბჭოთა ანთროპოლოგები დინარულ ტიპს მიიჩნევდნენ ბალკანურ-კავკასიური რასის ქვეტიპად.[2] მისთვის დამახასიათებელია ბრაქიკეფალია, დაბალი და ფართო სახე, მაღალი და დახრილი შუბლი, ხშირად ბრტყელი კეფა, (ჰიპერ-)ლეპტორინული და ხშირად გამოხატული („არწივისებური“) ცხვირი, მუქი ფერის თმა და თვალები, ხორბლისფერი კანი და სხვა.

ილუსტრაცია, რომელზეც გამოსახულია "დინარული ტიპის თავის ქალა" ჰანს გიუნტერის "ევროპული ისტორიის რასობრივი ელემენტების" მიხედვით (1927)
  1. Anne Maxwell (2010). Picture Imperfect: Photography and Eugenics, 1870-1940. Sussex Academic Press. ISBN 978-1-84519-415-4.
  2. Динарский тип — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან