დიმიტრი პაგირევი
დიმიტრი დიმიტრის ძე პაგირევი (რუს. Димитрий Димитриевич Пагирев; დ. 27 ივლისი, 1865, ჩირ-იურთი — გ. 7 სექტემბერი, 1913, თბილისი) — რუსი სახელმწიფო მოხელე.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1865 წლის 27 ივლისს, დაღესტნის მხარის თემირხანშურის რაიონის სოფელ ჩირ იურთში.
დაწყებითი განათლება მან სტავროპოლის გიმნაზიაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგაც სწავა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1889 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობას იწყებს ერევნის გუბერნიის სამმართველოს კანცელარიის მოხელედ. 1890 წლის 6 თებერვალს ინიშნება ერევნის სტატისტიკური განყოფილების ჩინოვნიკად. მისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი მან სტატისტიკურ განყოფილებაში მუშაობას შეალია. ის ერევნის გარდა მუშაობდა ტფილისის სტატისტიკურ განყოფილებაშიც. 1899 წლის 5 ნოემბრიდან მას ეკავა, კავკასიის სტატისტიკური განყოფილების უმცროს რედაქტორის თანამდებობა. 1904 წლის 18 ივნისს ის წინაურდება იმავე განყოფილების უფროს რედაქტორად, რომელზეც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა.
გარდაიცვალა 1913 წლის 7 სექტემბერს, თბილისში.
ნაშრომები
რედაქტირება- "Эриванский зборник", Эриван 1892.
- "Дачи Эриванского уезда", Тифлис 1903.
- "Дачи Новобаязетского уезда", Тифлис 1905.
- "О религии езидов".
- "По поводу эйлярской клинообразной надписи".
- "Гибель села Ахуры 20 июня 1840 г."
- "алфавитный указатель к пятиверстной карте", 1913.
ლიტერატურა
რედაქტირება- Некролог. Известия Кавказского отдела, Том 22, 1