დიმიტრი კისილიოვი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 16 სექტემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

დიმიტრი კისილიოვი (რუს. Дми́трий Константи́нович Киселёв; დ. 26 აპრილი, 1954, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს, „Russia Today“-ს („რუსეთი დღეს“) გენერალური დირექტორი და სრულიად რუსეთის სატელევიზიო და რადიო სახელმწიფო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ჟურნალისტური კარიერა

რედაქტირება

ტელეარხ „Россия-1-“-ზე

რედაქტირება

2003-2004 წლემში მუშაობდა ტელეპროგრამებზე „დილის საუბარი“ და „ავტორიტეტი“.[1][2][3] 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო ყოვედღიური საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამის „Вести +“-ის წამყვანი,[4] ხოლო 2005 წლიდან 2006 წლამდე მიჰყავდა „Вести. Подробности“.[5]

2006-2012 წლებში, მოსკოვში საბოლოოდ დაბრუნების შემდეგ, მიჰყავდა საკუთარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოკ-შოუ „ეროვნული ინტერესი“ ტელეარხზე „Россия“, რომელმაც მოგვიანებით სახელი შეიცვალა და „Россия-1“ გახდა.[6][7]

2006-2008 წებში იყო „Вести“-ს საღამოს გამოშვების თანაწამყვანი მარია სიტელთან ერთად; გარდა ამისა, გადაცემის ქრონომეტრაჟი გაიზარდა 30 წუთიდან 50 წუთამდე. 2008 წლის სექტემბერში[8]

2008 წლის ივლისიდან არის სრულიად რუსეთის სატელევიზიო და რადიო სახელმწიფო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე; დანიშვნის შემდეგ დატოვა გადაცემა „Вести“. 2011 წლის 9 და 16 სექტემბერს ჩაატარა ერთსაათიანი პროგრამა არხ „Культура“-ზე, სადაც განიხილა ტელესერიალი „Раскол“.[9]

2012 წლის მარტში შეცვაა სერგეი კურგინიანი პროგრამაში „ისტორიუი პროცესი“.[10] 2012 წლის 9 სექტემბრიდან არის გადაცემის „Вести недели“ წამყვანი.[11] 2010 წელს და 2013 წლიდან დღემდე იღებს ყოველწლიურ ინტერვიუს პატრიარქ კირილესგან. 2015 წლის სექტემბერ-ნოემბერში იყო ინტელექტუაური თამაშის „Знание — сила“-ს წამყვანი.

არის არაერთი დოკუმენტური ფილმის ავტორი, მათ შორის: „სსრკ: დაცემა“, „სახაროვი“, „გორბაჩოვის 100 დღე“, „ელცინის 100 დღე“, „ხმელეთის 1/6 ნაწილი“, „დიდი რუსული რევოლუცია“, „კურჩატოვის წლები“ და სხვა.

ჟურნალ „The Economist“-ის აზრით, „პროპაგანდის ახალი სტილი, წარმოდგენილი კისილიოვის სახით, მიმართულია აუდიტორიის მობილიზაციასა და აღგზნებაზე, ზიზღის და შიშის გაღვივებაზე. <…> ეს სტილი გვახსენებს ორუელისეულ ზიზღის ორ წუთს, რომელიც ნახევარი საათი გრძელდებოდა“.[12]

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პრეზიდენტმა,იასენ ზასურსკიმ, 2015 წელს, კისილიოვი დაახასიათა: „იგი უბრალოდ რაღაც თეზისებს იმეორებს, ჟურნალისტები კი ამას არ აკეთებენ; ჟურნალისტი გაგებაში უნდა გეხმარებოდეს, გაძლევდეს არა მარტო ინფორმაციას, არამედ ცოდნასაც... ალბათ, იგი კარგი პროპაგანდისტია“.[13]

2014 წლის 16 მარტს, კისილიოვმა გადაცემაში განაცხადა, რომ „რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც რეაურად შეუძლია გადააქციოს აშშ რადიოატქიურ ფერფლად“.[14][15] მის ამ რემარკას გამოხმაურება მთელ მსოფლიოში მოჰყვა.[15][16][17][18]

ანტიამერიკანიზმი

რედაქტირება

2014 წლის 20 მარტს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლა განაცხადა, რომ კისილიოვი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში მონაწილეობდა. Buzzfeed-ის კორესპონდენტმა, მაკს სედონმა დაამატა, რომ 2012 წლის 23 ივლისიდან 25 ივლისამდე კისილიოვი და რვა სხვა ჟურნალისტი შვიდი ქვეყნიდან დაესწრნენ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას.[19]

21 მარტს კისილიოვმა ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში დაადასტურა, რომ მიიღო მონაწიეობა პროგრამაში, თუმცა, დაამატა, რომ ხარჯები თავად დაფარა და საერთოდ არ იცოდა, რომ ყველაფერი სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებული იყო.[19]

სედონის აზრი, კისილიოვის პროგრამაში მონაწილეობის ფაქტი განსაკუთრებულად თვალშისაცემია იმიტომ, რომ რუსულ სახელმწიფო მედიას უყვარს ვლადიმერ პუტინის ოპონენტების დემონიზირება მათი და უცხოელი ჩინოვნიკების შეხვედრის გამო და იმაზე მითითება, რომ იქ ისინი „ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს ინსტრუქციებს იღებენ“.[19]

სანქციები

რედაქტირება

დიმიტრი კისილიოვი არის ევროკავშირის სანქციების სიის მეორე ნაწილში; მასთან ერთად, სიაში არიან რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლების მიმართაც აგრეთვე დაწესდა ფინანსური თუ სავიზო შეზღუდვები. გაზეთ „Коммерсантъ“-ის ინფორმაციით, კისილიოვი ევროკავშირის პირველი სიაში უნდა შეეყვანათ, თუმცა, მაშინ ამის წინააღმდეგ ფინეთი გამოვიდა.[20]

თავად კისილიოვის თქმით, ევროკავშირის სანქციების სია შეადგინეს რუსმა ჟურნალისტმა სერგეი პარხომენკომ და პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ.[21]

2015 წლის ოქტომბერში კისილიოვმა შეიტანა სარჩელი ევროკავშირის საბჭოს წინააღმდეგ და მოითხოვა ამოეშალათ სანქციების სიიდან და ამასთან დაკავშირებული ხარჯები დაეფარათ. კისილიოვის თქმით, სანქციები მას შეეხო მისი პოლიტიკური პოზიციის გამო, რომელიც მან ჟურნალისტის და კომენტატორის რანგში გაასაჯაროვა. გამომდინარე აქედან, კისილიოვის თქმით, ადგილი აქვს სიტყვის თავისუფლების დარღვევას.[22]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Биография Дмитрия Киселёва. // РИА Новости. ციტირების თარიღი: 2014-11-01.
  • Чем известен Дмитрий Киселёв. // Коммерсантъ (2013-12-09). ციტირების თარიღი: 2014-11-01.
  • „Putin's RIA Novosti revamp prompts propaganda fears“. BBC News. 9 September 2013. ციტირების თარიღი: 10 September 2013.
  1. Дмитрий Киселев: «Прямым эфиром меня не запугаешь. Я даже могу в нем… Заснуть». Факты и комментарии (2003-02-21).
  2. Дмитрий Киселёв: «В России стали задумываться над смыслами». Известия (2003-02-20).
  3. Авторитет с Дмитрием Киселёвым დაარქივებული 2020-01-13 საიტზე Wayback Machine. // Russia.tv
  4. Дмитрий Киселёв: «Не нужно исключать руководство канала из процесса» // Известия
  5. С возвращеньицем!. Независимая газета (2005-03-25).
  6. Дмитрий Киселёв: от Гостелерадио до «России сегодня». Русская служба BBC (2013-12-09).
  7. Встреча с Дмитрием Киселёвым, ВГТРК (Бишкек, Кыргызстан) // Новый репортер.org
  8. В день своего 15-летия вечерние «Вести» телеканала РТР поменяют формат. РИА Новости (2006-05-10).
  9. Части целого. Обсуждение сериала "Раскол". Культура. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-14. ციტირების თარიღი: 2018-11-23.
  10. Кургинян, защищавший Путина от «оранжевой революции», уходит с телевидения: «Я занялся совсем другим». NEWSru.com (2012-03-13).
  11. Сергей Варшавчик. (2012-09-04) Телеканалы меняют ведущих-модераторов на ведущих-бойцов. За рейтинг. РИА Новости. ციტირების თარიღი: 2015-09-19.
  12. Russian propaganda:1984 in 2014 // The Economist, March 29, 2014. : The new propaganda, exemplified by Mr Kiselev, seeks to agitate and mobilise the audience, to stir hatred and fear. <…> It is close in style to Orwell’s two minutes’ hate, stretched to more than 30.
  13. «Журналистика в беде»: интервью президента факультета журналистики МГУ Ясена Засурского. Радио Свобода (2015-09-16).
  14. Киселёв Д. К (2014-03-16). „Исторический референдум. «Артек» ждёт возрождения“. Вести недели. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტირების თარიღი: 2015-06-20.
  15. 15.0 15.1 Телеканал «Россия-1»: Россия способна «превратить США в радиоактивный пепел». Голос Америки (17.03.2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-08. ციტირების თარიღი: 2014-04-07.
  16. В эфире «России-1» Дмитрий Киселёв пригрозил превратить США в радиоактивный пепел. Эхо Москвы (17.03.2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-08. ციტირების თარიღი: 2014-04-07.
  17. Stuart Williams.. (2014-16-03) State TV says Russia could turn US to 'radioactive ash'. Yahoo. ციტირების თარიღი: 2014-04-07.
  18. Adam Taylor.. (2014-16-03) Russian TV host: Russia is the only country with capability to turn U.S. into ‘radioactive ashes’. Washington Post. ციტირების თარიღი: 2014-04-07.
  19. 19.0 19.1 19.2 Max Seddon. Russia’s Propagandist-In-Chief Went On A Junket To Meet U.S. Security Officials // BuzzFeed, 22.03.2014.
  20. Сергей Горяшко. Гендиректор ВГТРК вступился за Дмитрия Киселёва 21.03.2014 // «Коммерсантъ» от 21.03.2014
  21. https://www.rbc.ru/society/04/04/2014/57041a929a794761c0ce8920 Дмитрий Киселёв: Я не пропагандист и не гомофоб.] // РБК (4 апреля 2014). Проверено 4 апреля 2014.
  22. Владислав Гордеев. Дмитрий Киселёв обжаловал в суде включение в санкционный список ЕС // РБК, 07.09.2015.