დიმიტრი აბულაძე
დიმიტრი ანტონის ძე აბულაძე (დ. 1861 ― გ. 1938) — ქართველი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სახელმწიფო მოხელის ოჯახში. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1884 წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. იმავე წელს სტუდენტურ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო გარიცხეს. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა ქუთაისში. 1891 წელს დაასრულა სამედიცინო განათლება. მუშაობდა კიევში. იყო კიევის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. აბულაძემ პირველმა უარყო თვალსაზრისი ეკლამფსიის კონტაგიოზურობის შესახებ და დაადგინა, რომ ეკლამფსიის პათოგენეზში გადამწყვეტი მნიშვნელობა თირკმლის ფუნქციის დარღვევას ენიჭება (1901). განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საშვილოსნოს კედლებს მოცილებული მომყოლის გამოძევების აბულაძის მეთოდმა (1907), რომელსაც აბულაძის ხერხი ეწოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 35.
- Деятели революционного движения в России : Био-библиографический словарь : От предшественников декабристов до падения царизма. - Т. 3 : Восьмидесятые годы : Вып. 1 : А - В / Составлен М. М. Клевенским, Е. Н. Кушевой, А. А. Шиловым. - 1933. - с. 7.