დიმიტრანა ივანოვა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიმიტრანა ივანოვა (ბულგ. Димитрана Иванова; დ. 18811960) – ბულგარელი განათლების რეფორმატორი, სუფრაჟისტი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი. ბულგარელ ქალთა კავშირის თავმჯდომარე 1926-1944 წლებში.

დიმიტრანა ივანოვა
დაბადების სახელი დიმიტრანა პეტროვა
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1881
გარდაცვალების თარიღი 1960
ეროვნება ბულგარელი
ალმა-მატერი სოფიას უნივერსიტეტი
ციურიხის უნივერსიტეტი
საქმიანობა განმანათლებელი, აქტივისტი, სუფრაჟისტი
მეუღლე(ები) დონჩო ივანოვი (დაქ. 1914)
შვილ(ებ)ი 3

ბიოგრაფია

რედაქტირება

ივანოვა (ქალიშვილობის გვარია პეტროვა) 1881 წლის 1 თებერვალ დაიბადა, რუსეში, ბულგარეთში. იგი ვაჭრის ოჯახში დაიბადა და განათლება გოგონათა ადგილობრივ სკოლასა და გოგონათა საშუალო სკოლაში მიიღო. ბულგარეთში ქალებს სოფიის უნივერსიტეტში ლექციების მოსმენის უფლება 1896 წლიდან დართეს, თუმცა რეგულარულ სტუდენტებად მხოლოდ 1901 წლიდან დაუშვეს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა მაინც რთული იყო, რადგანაც გოგონათთა საშუალო სკოლები 7-დან მხოლოდ 6 კლასის განათლებას აძლევნდენ გოგონებს. სწორედ ამ მიზეზით, დიმიტრანა ივანოვას სოფიაში სამართლის სწავლაზე უარი განუცხადეს, მაგრამ იგი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ციურიხის უნივერსიტეტში განათლება და ფილოსოფია ისწავლა. 1900 წელს ბულგარეთში დაბრუნების შემდეგ მან მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, რაც იმ დროისთვის, პრაქტიკულად ერთადერთი პროფესია იყო ქალებისთვის (დაქორწინებული ქალებისთვის 1904 წლამდე იყო აკრძალული). 1914 წელს ის პედაგოგ დონჩო ივანოვზე დაქორწინდა, მაგრამ პროფესიული მოღვაწეობა გააგრძელა (დაქორწინებულ ქალთათვის აკრძალვა 1904 წელს მოიხსნა). 1921 წელს მან სოფიის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა და 1927 წელს დაასრულა.[1] 1926 წელს ივანოვამ იულია მალინოვა ჩაანაცვლა და ქვეყნის მასშტაბით ქალთა უფლებების წამყვანი ორგანიზაცია, ბულგარელ ქალთა კავშირის თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა.[2]

  1. Daskalova, Krassimira (1 March 2004). „The women's movement in Bulgaria in a life story“. Women's History Review. 13 (1): 91–104. doi:10.1080/09612020400200384. ISSN 0961-2025.
  2. Ruiz, Blanca Rodriguez; Rubio-Marín, Ruth (2012) The Struggle for Female Suffrage in Europe: Voting to Become Citizens (en). BRILL, გვ. 329. ISBN 9789004224254.