დილა მშვიდობისა, ვიეტნამო
დილა მშვიდობისა, ვიეტნამო (ინგლ. Good Morning, Vietnam) — რეჟისორ ბარი ლევინსონის 1987 წლის ფილმი. ფილმი წარმოადგენს ვიეტნამის ომის შესახებ გადაღებულ სამხედრო კომედიას. ის დაფუძნებულია რადიოს დიჯეის ედრიენ კრონაუერის გამოცდილებაზე. რობინ უილიამსი კრონაუერის როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით.
„დილა მშვიდობისა, ვიეტნამო“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ბარი ლევინსონი |
პროდიუსერი | ლარი ბრეცნერი, მარკ ჯონსონი |
სცენარის ავტორი | მიჩ კარკოვიცი |
როლებში | რობინ უილიამსი, ფორესტ უიტეკერი |
მუსიკა | ალექს ნორთი |
ოპერატორი | პიტერ სოვა |
მონტაჟი | სტუ ლინდერი |
სტუდია | Touchstone Pictures |
დისტრიბუტორი | Buena Vista Pictures |
გამოსვლის თარიღი | 23 დეკემბერი, 1987 |
ხანგრძლივობა | 120 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $13 000 000 |
შემოსავალი | $123 922 370 |