რიჩარდ „დიკ“ ევანზი — მუსიკოს დეივ ევანზის (The Edge-ის), როკ-ჯგუფ U2-ს გიტარისტის წევრის ძმა.

დიკ ევანზი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რიჩარდ გ. ევანზი
დაბ. თარიღი 1950-იანები
დაბ. ადგილი ბარკინგი, ესექსი, ინგლისი, ბრიტანეთი
წარმოშობა დუბლინის საგრაფო, ირლანდია
ჟანრ(ებ)ი არტ-როკი, პოსტ-პანკი, ალტერნატიული როკი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1976–დღემდე
დიკ ევანზი ვიკისაწყობში

U2-ს პირველ შემადგენლობაში, რომელსაც "The Hype" ერქვა[1][2], ძმები უკრავდნენ ერთსა და იმავე გიტარაზე, რომელიც შინაურ პირობებში დაამზადეს[3]. ეჯი მუსიკოსის კარიერის არჩევას მიაწერს ძმის მხრიდან გავლენას.

The Hype თავისი არსებობის მცირე პერიოდის შემდეგ გარდაქმნილი იქნა. მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ სამი გიტარისტი (ძმები და ბონო) უკვე ზედმეტია. უკანასკნელი კონცერტი ამ შემადგენლობით გაიმართა ჯერ The Hype-ს სახელით, შემდეგ კი - დიკის გარეშე, U2-ს სახით.

აღნიშნული კონცერტის შემდეგ დიკმა დატოვა U2 და ყურადღება სწავლაზე გადაიტანა. მოგვიანებით ის გახდა ჯგუფების The Virgin Prunes[4][5] და The Screech Owls წევრი.[6]

უკანასკნელ პერიოდში მან წვლილი შეიტანა ახალი ირლანდიური მუსიკის ფესტივალში Snakes & Ladders, რომლის კურატორი არის The Virgin Prunes-ის ყოფილი წევრი, დენიელ ფიგიზი. [7]

  1. Irish Rock Discography: U2. ციტირების თარიღი: 14 September 2013.
  2. (2001) Baker's Biographical Dictionary of Musicians, 9th. 
  3. On the Edge of Success. U2 Magazine No. 3 (1 May 1982). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 6 November 2007.
  4. Ankeny, Jason. Biography: Virgin Prunes. Allmusic. ციტირების თარიღი: 18 June 2010.
  5. Dik Evans. ციტირების თარიღი: 6 September 2013.
  6. Irish Rock Discography: The Screech Owls. ციტირების თარიღი: 14 September 2013.
  7. On The Nature Of Electricity & Acoustics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 September 2013.