დიდმტევანა (შავი)ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა. მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, აქა-იქ, ძარღვების გასწვრივ ჯაგრისებრად სუსტადაა შებუსული. ყვავილიორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა (20-22 სმ.), ცილინდრულ-კონუსური ან უფორმო, საშუალო სიკუმსის. მტევანში ხშირადაა გამორეული მოოუმწიფებელი მარცვლები. მარცვალი მსხვილია, ოვალური. გვხვდება კვერცხისებური ან წაგრძელებული მარცვლებიც. მუქი წითელია, თითქმის შავი. კანი ნაზი და თხელი აქვს, ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია, მდნარი.

დიდმტევანა შავი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 160-700 გრამს აღწევს.

დიდმტევანა იძლევა სასუფრე ყურძენს. აქვს ლამაზი მტევნები, სასიამოვნო გემო და შაქრმომჟავიანობა. ვერ იტანს ტრანსპორტირებას და დიდხანს არ ინახება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 104