დიდმარხვა
დიდმარხვა, დიდი მარხვა, დიდი ორმოცეული — ქრისტიანობაში განსაკუთრებული თავშეკავების დრო, რომელიც მორწმუნეებს პასექის დღესასწაულის სათანადოდ შესახვედრად ამზადებს. დიდი მარხვა დადგენილია უდაბნოში იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვის მოსახსენებლად და ვნების კვირის ჩათვლით გრძელდება 7 კვირა (49 დღე). დიდი მარხვის ტიპიკონურ მოთხოვნათა გასათვალისწინებლად ქრისტიანს განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებს, რადგან ეს პერიოდი საეკლესიო წესთა და ღმრთისმსახურებათა თავისებურებებით გამოირჩევა.
მოსამზადებელი პერიოდი
რედაქტირებადიდი მარხვისათვის მოსამზადებელი შვიდეულებია:
- მეზვერისა და ფარისევლის კვირა — რომლის დროსაც ღვთისმსახურებაზე იკითხება მაცხოვრის იგავი მეზვერესა და ფარისეველზე (ლკ. 18:9-14)
- უძღები შვილის კვირა (ლკ. 15:11-32)
- ხორციელის კვირა — საშინელი სამსჯავროს ხსენება.
- ყველიერის კვირა — სამოთხიდან ადამის განდევნის ხსენება.
ლიტერატურა
რედაქტირება- „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 143