დიდი შიმშილობა (1315-1317)

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი შიმშილობა 1315–1317)

დიდი შიმშილობა 1315–1317 (ზოგჯერ თარიღდება 1315–1322 წლების პერიოდით) — გვიანი შუა საუკუნეების პირველი მსხვილმასშტაბიანი უბედურება, რომელმაც მოიცვა ევროპა XIV საუკუნის დასაწყისში. დიდმა შიმშილობამ გამოიწვია მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი (დაიღუპა მხოლოდ ქალაქის მოსახლეობის 10%-დან 25%-მდე მცხოვრები) და გახდა XI-XIII საუკუნეების პერიოდის ზრდისა და აყვავების შემაჩერებელი ფაქტორი. შიმშილობა შეეხო თითქმის მთელ ჩრდილოეთ ევროპასდიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, სკანდინავიის, ნიდერლანდების, გერმანიისა და პოლონეთის ამჟამინდელ ტერიტორიებს. ევროპას სამხრეთისკენ ალპებიდან და პირენეებიდან და აღმოსავლეთისკენ პოლონეთიდან შიმშილობა არ შეხებია.

ამ უბედურების მიზეზად 1315 წლის გაზაფხულის ცუდი ამინდები დასახელდა, მოუსავლიანობა გაგრძელდა 1317 წლის გაზაფხულამდე, თუმცა საკვები პროდუქტების უკმარისობა 1322 წლამდე იგრძნობოდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა დანაშაულების სტატისტიკა, გავრცელება დაიწყო სხვადასხვა დაავადებებმა, დაიწყო მასობრივი მკვლელობები და კანიბალიზმი. ამ პერიოდმა სერიოზული შედეგები იქონია ეკლესიისთვის, სახელმწიფოსთვის, ევროპული საზოგადოებისა და XIV საუკუნეში მომხდარ სხვა უბედურებებისთვის.

ლიტერატურა რედაქტირება