„დიდი კარუზო“ (ინგლ. The Great Caruso) — მეტრო-გოლდვინ-მაიერის 1951 წლის ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ცნობილი საოპერო ტენორის ენრიკო კარუზოს ცხოვრებას ასახავს. კარუზოს როლში გადაღებულია ასევე ცნობილი, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მარიო ლანცა. ფილმის რეჟისორია რიჩარდ თორპი.

„დიდი კარუზო“
დამდგმელი რეჟისორი რიჩარდ თორპი
პროდიუსერი ჯო პასტერნაკი
სცენარის ავტორი სონია ლევიენი,
უილიამ ლუდვიგი
როლებში მარიო ლანცა,
ენ ბლითი
კომპოზიტორი ჯონი გრინი
სტუდია Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 1951
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
  • მარიო ლანცა — ენრიკო კარუზო
  • ენ ბლითი — დოროთი ბენჟამინი
  • დოროთი კირსტენი — ლუის ჰეგარი
  • რიჩარდ ჰაგემანი — კარლო სანტი

ისტორიულობა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ „დიდი კარუზო“ მიჰყვება კარუზოს ცხოვრების ძირითად ფაქტებს, ფილმში ასახული რამდენიმე პერსონაჟი და ინციდენტი გამოგონილია. ამის გამო კარუზოს ოჯახის წევრებმა იტალიაში უჩივლეს Metro-Goldwyn-Mayer-ს და ზიანის ფულადი ანაზღაურება მოითხოვეს. სარჩელი დაკმაყოფილდა. ამასთან სტუდიას დროებით დაევალა ფილმის გატანა იტალიის გამოფენიდან.

შემოსავალი

რედაქტირება

„დიდი კარუზო“ იყო უზარმაზარი კომერციული წარმატება და ყველაზე მომგებიანი ფილმი MGM-ისთვის 1951 წელს. მან რეკორდული შემოსავალი მიიღო ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში, ათი კვირის განმავლობაში $1,390,943 შემოსავალი. MGM-ის ჩანაწერების თანახმად, მან $4,309,000 მიიღო კინოთეატრებში გაქირავებით აშშ-სა და კანადაში და $4,960,000 სხვა ქვეყნებიდან, რის შედეგადაც მოგებამ $3,977,000 შეადგინა. იმავე წელს ფილმი ასევე ყველაზე პოპულარული იყო ბრიტანულ სალაროებშიც.[1]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის სამ ჯილდოზე ; ოსკარის 24-ე დაჯილდოების ცერემონიაზე დუგლას შირერმა და MGM Studio-ს ხმის დეპარტამენტმა გაიმარჯვეს საუკეთესო ხმის ნომინაციაში. [2]

ფილმი ასევე იყო ოსკარზე ნომინირებული კოსტიუმების დიზაინისა და პარტიტურისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Vivien Leigh Actress Of The Year“. Townsville Daily Bulletin. Qld.: National Library of Australia. 29 December 1951. p. 1. ციტირების თარიღი: 27 April 2012.
  2. The 24th Academy Awards (1952) Nominees and Winners. oscars.org. ციტირების თარიღი: 2011-08-20