დიდინგა (ხალხი)
დიდინგა — ხალხი, რომელიც სამხრეთ სუდანში, აღმოსავლეთი ეკვატორიის შტატში, დიდინგას მთებში ცხოვრობს. ისინი საუბრობენ დიდინგას ენაზე (რომელიც არის სურმიკული ენების ოჯახიდან), ამ ენაზე ასევე საუბრობენ სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიაში მცხოვრები ხალხები საიდანაც ისინი სავარაუდოდ 1700–იანებში მიგრირდნენ. 1960–იანებში სამოქალაქო ომის დროს ბევრი გადასახლდა უგანდაში, თუმცა უმეტესობა 1970–იანებში ისევ უკან დაბრუნდა.
დიდნგას ხალხი ძირითადად მისდევს მეცხოველეობას. მათი უმეტესობა ტრადიციული რელიგიების მიმდევარია და დიდ პატივს მიაგებენ გარდაცვლილ წინაპრებს.