დიბეკლის ხიდი

ხიდი თურქეთში

დიბეკლის ხიდი — ხიდი თურქეთში. მდინარე ხარშიტის მარცხენა შენაკად მუსარლიდერეს წყალზე, სოფელ დიბეკლში. შესართავიდან იგი დაახლოებით 5 კმ-თაა დაცილებული. ხიდი ტრაპიზონ-გუმუშხანე-ერზიჯანისაკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც აკონტროლებდა დიბეკლის ციხე-კოშკი. ხიდის თაღი ნახევარწრიული მოყვანილობისაა. იგი გადაყვანილია კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვების ერთი რიგით. ბურჯები ეყრდნობა მდინარის საპირისპირო მხარის კლდოვან ნაწილს. ხიდს აქვს მოგვიანო პერიოდში ასევე კარგად დამუშავებული ქვებით გამართული გვერდითი მოაჯირები. სავალი ნაწილის სიგრძე — 17 მ-ია, სიგანე — 2,40 მ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 81-82 ISBN 978-9941-0-6458-6.