დიანა (უელსის პრინცესა)
დიანა, უელსის პრინცესა (ინგლ. Diana Princess of Wales, ქალიშვილობის გვარით სპენსერი; დ. 1 ივლისი, 1961, ნორფოლკი, გაერთიანებული სამეფო — გ. 31 აგვისტო, 1997, პარიზი, საფრანგეთი) — გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრის პრინც ჩარლზის (შემდგომში ჩარლზ III-ის) პირველი ცოლი. აგრეთვე ცნობილია როგორც პრინცესა დიანა, ლედი დიანა, ან ლედი დი.
ოჯახი
რედაქტირებადიანა გრაფ სპენსერის ქალიშვილი და სპენსერ-ჩერჩილების ოჯახის წარმომადგენელი იყო, საიდანაც ჰერცოგი მელბურნი და უინსტონ ჩერჩილი იყვნენ. დიანამ პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, 1981 წელს კი ცოლად გაჰყვა. ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი პრინცი უილიამი შეეძინათ, 1984 წელს კი მეორე ვაჟი ჰარი დაიბადა.
დიანა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა, თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა — ქველმოქმედება. რამდენიმე წელში ჩარლზსა და დიანას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა დიანას ჯეიმზ ჰევითთან ურთიერთობის შესახებ. თანაც, დიანა ვერ ეგუებოდა სამეფო კარის ცხოვრებას, რაც 1995 წელს განქორწინებით დასრულდა.
დიანა ახლა უფრო მეტ დროს უთმობდა ქველმოქმედებას. ჩარლზთან გაყრიდან რამდენიმე თვეში მან დოდი ალფაედი გაიცნო, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დიანას დოდი შეუყვარდა, დოდის კი — დიანა. ის ბედნიერი იყო, რომ გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა.
1997 წლის ზაფხულში ისინი პარიზში ისვენებდნენ. 31 აგვისტოს დიანა და დოდი ავტოკატასტროფაში მოყვნენ, რის შედეგადაც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებობს ვერსია, რომ დიანასა და დოდის სიკვდილი უბედური შემთხვევით გამოწვეული არ იყო. თვლიან, რომ დიანას ეს მოუწყეს. ამასთან, ადანაშაულებენ ექიმს, რომ მან არ მოახდინა სწრაფი რეაგირება. ამ თემასთან დაკავშირებით დოდი ალფაედის მამამ ფილმიც გადააღებინა სახელად „კრიმინალური მკვლელობა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of the British monarchy – Diana, Princess of Wales. Royal Household.
- Trampling on Diana's grave: Outrage as C4 to show image of princess dying
- Diana, Princess of Wales Memorial Fund დაარქივებული 2012-12-21 საიტზე Wayback Machine. official website of Theworkcontinues.org.
- "Diana Remembered" დაარქივებული 2016-05-07 საიტზე Wayback Machine. at People magazine
- HM Coroner of Surrey: The Official Inquest Into The Deaths of Diana, Princess of Wales & Dodi Al Fayed at Surreycoroner.info.
- The Goddess of Domestic Tribulations by Theodore Dalrymple დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. Essay on the cultural significance of Princess Diana. Theodore Dalrymple. City Journal at City-journal.com.
- "Ten Years On: Why Princess Diana Mattered" დაარქივებული 2013-08-27 საიტზე Wayback Machine. . TIME.
- BBC mini-site Diana One Year On pictures of Diana, Panorama interview video extracts, coverage of the funeral, how the UK newspapers reported her death
- Diana, Princess of Wales კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში