დვორჟეცკის აგარაკი

დვორჟეცკის აგარაკი (რუს. Дача Дворжецкого) — XX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, ისტორიული შენობა. აგებულია რუსული არქიტექტურული ტრადიციებით მოდერნის ელემენტებით. მდებარეობს ქალაქ სესტრორეცკში, სანქტ-პეტერბურგი, მისამართი: ორანჟერეის ქუჩა, სახლი № 3. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონული ობიექტი. აგებულია 1909 წელს არქიტექტორ ს. გ. გინგერის მიერ.

დვორჟეცკის აგარაკი
Дача Дворжецкого
კოორდინატები 60°06′56″N 29°57′31″E / 60.115611° ჩ. გ. 29.9585° ა. გ. / 60.115611; 29.9585
მდებარეობა სესტრორეცკი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ს. გ. გინგერი
სტილი მოდერნი
თარიღდება 1909
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810296000

სახლს რომელიც აგებულია კურორტზე, მიწის ნაკვეთში, რომლის ნომერია 80, ჩვეულებრივად უწოდებენ მისი მფლობელის ს. ი. დვორჟეცკის სახელს, რომელიც გარდაიცვალა 1913 წელს. თავისი არსებობის პერიოდში მიწის ნაკვეთმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. აგარაკის შენობა კი ააგეს 1909 წელს არქიტექტორ ს. გ. გინგერის პროექტის მიხედვით მოდერნის არქიტექტურულ სტილში, თუმცა სახურავი ტიპიურია ე. წ. პეტრესეული ბაროკოსთვის.

სესტრორეცკის კულტურსი დარბაზში გამოსვლისას ამ სახლში შეჩერდა მომღერალი ლეონიდ სობინოვი. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეს აგარაკი საბჭოთა ხელისუფლებამ გადასცა სობინოვს. აგარაკზე მამასთან, ოპერის მომღერალ ლეონიდ სობინოვთან ერთად ცხოვრობდა რეჟისორი ირინა სობინოვა-კასილი. ამჟამად სახლი კარგ მდგომარეობაშია.

შენობა შედის რუსეთის ფედერაციის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთიან სახელმწიფო რეესტრში, როგორც რეგიონული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი. ნორმატიული აქტი: ლენინგრადის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება № 963.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Курортный район. Страницы истории. Вып.3. изд. Остров. 2007 г. стр.24.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება