დვალეთის ზურგიანი კოშკი
დვალეთის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დვალეთში, მდინარე მეჯუდის მარცხენა ნაპირი, მთაზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვით, სქელ დუღაბზე.
ზურგიანი კოშკისაგან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი, აღმოსავლეთ კედლის ფრაგმენტები და სამხრეთ-დასავლეთი კუთხე. ნაგებობა ხუთსართულიანი იყო, აღმოსავლეთ კედელზე ჩანს სართულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები. მეხუთე სართულიდან მხოლოდ ქვედა ქვებია შემორჩენილი.
კოშკის ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 52-53