დეტონირება (ფრანგ. détonner — არასწორად, ყალბად მღერა) — მუსიკალური ბგერის არაზუსტი, მცდარი შესრულება, ნორმალური სიმაღლიდან გადახრა. დეტონირება ძირითადად ვოკალურ ხელოვნებასა და, უმეტესად, ხმის დადაბლებით გამოიხატება (ხმის ამაღლება შედარებით იშვიათია). დეტონირებას ზოგჯერ ადგილი აქვს სიმებიან და სასულე საკრავებზე დაკვრის დროსაც. მიზეზი მუსიკალური სმენის ნაკლებობა ან შესრულების დროს მკაცრი თვითკონტროლის უქონლობაა.

ხალხურ მუსიკაში კილოური სისტემა არაა ისე ზუსტად ტემპერირებული, როგორც ევროპულ პროფესიულ (განსაკუთრებით კლასიკურ) მუსიკალურ სისტემაში. ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლებში (განსაკუთრებით პროფესიული დონის) ხშირად ხალხური სიმღერის არატემპერირებული ბუნება დარღვეულია და მიახლოებულია ევროპულ ტემპერირებულ სისტემასთან, რაც ქართული ხალხური სიმღერის შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება.

ლიტერატურა

რედაქტირება