სათაური
|
ეპიზოდი
|
შინაარსი
|
თარიღი
|
ცეზიუმ 137 |
1 |
პოლიციაში ოპერატიული შეტყობინება შედის. ახალგაზრდა ქალბატონმა ქმარი მისსავე კაბინეტში არბალეტით მოკლული აღმოაჩინა... მალე მოვლენები მოულოდნელად ვითარდება, აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდა ქალბატონის მეუღლე სულაც არ არის მკვდარი... პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ვინ არის მკვლელი... და ვინ არის გარდაცვლილი? |
08.05.11
|
ცეზიუმ 137 |
2 |
რიგითი დანაშაულის კვალი სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, მოულოდნელ გაგრძელებას პოვებს... წლების წინ პოლიციელის მიერ გამოჩენილი ჰუმანურობა შეიძლება ქვეყანას ძვირად დაუჯდეს |
09.05.11
|
როგორ მოვიპაროთ ორი მილიონი? |
3 |
შაურმის მზარეული, მორიგ კლიენტს ორიგინალურად `უმასპინძლდება`, დანას ურტყამს მკერდში... სულ მალე კი თავად ხდება იმავე კლიენტის მსხვერპლი... მის ჩანთაში დეტექტივები ძვირფასეულობას პოულობენ. საიდან უნდა ჰქონოდა შაურმის გამყიდველს 150 000 ევროს ღირებულების ბრიალიანტები? . . მის დანაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები კი 3 თვის წინ მოკლულ - არსენ ლეკიშვილს ეკუთვნის... დეტექტივებს რეინკარნაციის არ სჯერათ... აბა რაშია საქმე?! |
14.05.11
|
როგორ მოვიპაროთ ორი მილიონი? |
4 |
კახეთის ერთ-ერთ სოფელში ოქროს ციებ-ცხელებაა, ხმა დაირხა `ლეკ არსენას`წინაპრებისგან ნიკოლოზის დროინდელი ქონება დარჩა და ბაღში აქვს ჩამარხულიო...ვისაც არ ეზარება, ყველას ბარი უჭირავს ხელში და განძს ეძებს... არც მისი საფლავი დაინდეს... სადაც დიდი ფულია, იქ პრობლემებიც დიდია... და სად არის ამ დროს ფული?.. `000 E. N. D. E. F. S` - დეტექტივები შიფრს პოულობენ, რას უნდა ნიშნავდეს ეს? |
15.05.11
|
X.A.M.I. |
5 |
ქორწილი... პატარძალი ლოგინის მაგივრად მაცივარში, კაუჭზე ჩამოკიდებული აღმოჩნდება... ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სასტიკი მკვლელობა ხდება: ღვიძლამოჭრილი მამაკაცი; თვალებ-დათხრილი ქალი; გულამოცლილი ვეტერინარი. დასაჭურისებულ მამაკაცს ყველაზე მეტად გაუმართლა, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს... ამას თუ გამართლება ჰქვია... ყველა დანაშაულს ერთი ხელწერა აქვს - სისასტიკე... და მკვლელობის ადგილზე დატოვებული პენტაგრამები... ხალხი პანიკაშია, დარწმუნებულები არიან, რომ სოფელში მაქცია დადის |
21.05.11
|
X.A.M.I. |
6 |
ბევრი მისტიკა და ნაკლები ლოგიკა... ბევრი კითხვა და ნაკლები პასუხი... მორიგი მსხვერპლი... საქმეში მინიშნებები გამოჩნდა, მკვლელი `ავტოგრაფებს` ტოვებს... `თავქარიანი ქარი`, `გაწყალებული გული`, `მიწა იყავი და მიწად იქეცი`... რას უნდა ნიშნავდეს ეს? დამნაშავე დეტექტივებს თამაშში იწვევს. გამოწვევა მიღებულია... მალე ზებუნებრივი ამბავი ხორცს ისხამს და მატერიალური ხდება... დეტექტივებს ბევრი ფიქრი და რისკზე წასვლა მოუწევთ, თუმცა მათი საქმე რისკის გარეშე წარმოუდგენელია |
22.05.11
|
ხატიას პირმშო |
7 |
ნაგავში მოსროლილი სიცოცხლე.. ნაგვის ბუნკერში გარდაცვლილი ახალშობილის პოვნა უკვე აღარავის უკვირს... თუმცა ავტობუსის გაჩერებაზე, ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცის გვამს იშვიათად პოულობენ. თუ ის არალეგალია, იდენტიფიკაცია გაჭირდება... დეტექტივებს მოუწევთ იმის გარკვევა, ვინ არის ჩვილის დედა და რა კავშირი აქვს მას შავკანიანი მამაკაცის მკვლელობასთან. დედისთვის არასასურველი ორსულობა ვიღაცისთვის ძალიან სასურველი ხდება |
28.05.11
|
ხატიას პირმშო |
8 |
ერთი შეხედვით, ყველაფერი გაირკვა, ჩვილის დედამ აღიარა საკუთარი შვილის მკვლელობა. თუმცა დაკითხვის დროს მიცემული არაზუსტი ჩვენება დეტექტივებს აფიქრებინებს, რომ რეალობა სულ სხვაა... ორსული გოგონა თავის მოკვლას ცდილობს. ჩნდება ეჭვი, რომ ის უკანონო გაშვილების ბიზნესშია ჩართული... ირკვევა, რომ დამკვეთი -- ბობ ბლუმენბახი აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ტრანსპლანტაციის ცენტრის მფლობელია! |
29.05.11
|
ერთგულების საფასური |
9 |
ყაჩაღობა სლოტკლუბში. თავდასხმის დროს სლოტ-კლუბის მეპატრონეს -- ნიკა გოცაძეს კლავენ, რასაც მისი ცოლი შეესწრება. ფაქტი ვიდეოკონტროლის მეშვეობითაც დაფიქსირებულია. დეტექტივებს საქმის გახსნა არ უნდა გაუჭირდეთ. მალე ეჭვმიტანილისაც აკავებენ, რომელიც დანაშაულს აღიარებს. თუმცა, ცოტა ხანში ახალი დანაშაული ხდება: მოკლულია ნიკა გოცაძის მძღოლი! |
04.06.11
|
ერთგულების საფასური |
10 |
ყაჩაღობას შეკვეთილი მკვლელობა მოჰყვა... იმას, რასაც უკვე გარდაცლილი ვეღარ იტყვის, მისი პირადი დღიური ამბობს... ყოველი ახალი სამხილის შემდეგ შესაძლებელია წინა ვერსიის გადახედვა... დეტექტივებს გაცილებით დიდი ყურადღებით მართებთ ვიდეოჩანაწერის ყურება. დანაშაულის იდეალურად დაგეგმვა შესაძლებელია, თუმცა ვერ დაგეგმავ დანაშაულის შემდგომ მოვლენებს. ეს დეტექტივებმაც იციან |
05.06.11
|
ჩამქრალი ვარსკვლავი |
11 |
ხევში ალმოდებული მანქანა გდია, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ჟურნალისტი ემსხვერპლა... თუმცა, გვამის გაკვეთა სხვა რეალობას ამჟღავნებს -- ის ძალადობრივად გაგუდეს. ირკვევა, რომ ცოტა ხნით ადრე მას მოკვლით ემუქრებოდნენ და ურჩევდნენ ჟურნალისტური გამოძიება შეეწყვიტა... საქმეში ჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც რაღაცას მალავენ... სავარაუდოა, რომ ისინი ვიღაცას დაშინებული ჰყავს... სულ მალე მათზე ნადირობა იწყება |
18.06.11
|
ჩამქრალი ვარსკვლავი |
12 |
საქმე თანდათან კლასიკური დეტექტივის სახეს იღებს! მოწმეებზე ნადირობა გრძელდება... რისი შემსწრენი არიან ისინი, კვლავ გაუგებარია. მაგრამ ნებისმიერი საიდუმლო ოდესმე მჟღავნდება! შვიდი წლის წინანდელი, ბურუსით მოცული წვეულების დეტალები დღეს აშკარავდება. გაისმის მთავარი კითხვაც: სად არის ერთ დროს პოპულარული და პერსპექტიული მომღერალი -- თამარ გორგილაძე?! ფსიქიატრიულ კლინიკაში მისი მკურნალობის ამბავი მითია თუ რეალობა? |
19.06.11
|
ჯეოტრანზიტი |
13 |
გზაზე ნაპოვნია საინკასაციო მანქანა... მოკლულია დაცვის სამსხურის თანამშრომელი. ვის უნდა დამორჩილებოდა მძღოლი, თუ არა სამართალდამცველებს? დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია პოლიციელის ყალბი ჟეტონი. დეტექტივებს უცნობი `კოლეგები` გამოუჩნდნენ, რომლებსაც, მათგან განსხვავებით, სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ... მალე ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის მკვლელობას უკვეთენ... ვიღაცისთვის ნარკოკურიერი სახიფათო და არასასურველი გახდა |
25.06.11
|
ჯეოტრანზიტი |
14 |
მძიმედ დაჭრილი თაბაგარის სიცოცხლე ბეწვზე კიდია... განსაკუთრებით, ეთუნა განიცდის ამას. დეტექტივებს უფრო მეტი მოტივაცია უჩნდებათ საქმის გასახსნელად. მალე, ნარკოტრაფიკის მთელი სქემა იშიფრება... ჯართით დატვირთული ვაგონები გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მისი საშუალებით ნარკოტიკი გადააქვთ. ნარკობიზნესი ყველაზე დაუნდობელი სფეროა, იქ არავის არაფერს პატიობენ. ამას დამნაშავეები თავის თავზე გამოცდიან... დეტექტივები გადამწყვეტი ოპერაციისთვის ემზადებიან, მათ ორ მთავარ კითხვას უნდა გასცენ პასუხი -- სად არის ფული და სად არის ნარკოტიკი? |
26.06.11
|
|
15 |
ბინაში აფეთქების ხმა ისმის. გარდაცვლილია მამაკაცი _ სერგეი ხვოროსტოვსკი. მისი შვილი მსუბუქად დაშავდა. კრიმინალისტების თქმით, ნამცხვრის ყუთში იყო ხელყუმბარა, რომელზეც, სავარაუდოდ, ვიღაცის სახელი ეწერა. რაც დეტექტივებს აფიქრებინებს, რომ ეს შურისძიების აქტი იყო. თუმცა ის არ მოკვდა, ვინც მკვლელს მიზანში ჰყავდა ამოღებული. ხვოროსტოვსკის ხელში ნამცხვრის ყუთი შემთხვევით მოხვდა. ცოტა ხანში საცხობის მფლობელს მოკლულს პოულობენ |
02.07.11
|
|
16 |
მკვლელობის ადგილას, საკონდიტროს ერთ-ერთ კედელზე, დეტექტივები პოულობონ კრემით გაკეთებულ იმავე წარწერას, რომელიც ნამცხვრის ყუთში ჩადებულ ხელყუმბარაზე ფიგურირებდა -- ფიბი. დეტექტივებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ მკვლელობების სერია შურისძიებაა, ოღონდ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად ადრესატი არ შეშლიათ. პოლიციელებმა უნდა დაადგინონ, ვინ დგას მეტსახელ ფიბის უკან |
03.07.11
|