დერჟავინის სახლ-მუზეუმი

დერჟავინის სახლ-მუზეუმი (რუს. Музей-усадьба Державина) — რუსი პოეტის, გავრილ რომანის ძე დერჟავინის სახლი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე ფონტანკის სანაპიროზე, 118-ში, დერჟავინის შესახვევის მეზობლად. 2003 წლიდან ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია და არის პუშკინის ეროვნული მუზეუმის ფილიალი.

დერჟავინის სახლ-მუზეუმი
Музей-усадьба Державина
კოორდინატები 59°55′08″N 30°18′36″E / 59.918875° ჩ. გ. 30.309894° ა. გ. / 59.918875; 30.309894
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი გრიგორი პილნიკოვი, ნიკოლაი ლვოვი, ალექსი გორნოსტაევი
სტილი კლასიციზმი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810120000

ქალაქის კარ-მიდამო შედგება პოეტის სახლის, ორი წყვილი ფლიგელის, მცირე სასტუმრო კორპუსისა და ორანჟერეასაგან. ფონტანკის სახლი და მისი მშენებლობის გარემოებები პოეტმა გადმოგვცა თავის პოემებში „პირველი მეზობლისთვის“ (1780 წელი) და „მეორე მეზობლისთვის“ (1791 წელი). სახლის დიდ ორსვეტიან დარბაზში 1811 წლის შემდეგ იმართებოდა „რუსული სიტყვის მოყვარულთა საუბრები“.

1846 წელს შენობა გადააკეთეს რომაულ-კათოლიკური სასულიერო კოლეგიის საჭიროებისათვის. რეალურად სახლი გადაიქცა კათოლიკური მთავარეპისკოპოს-მიტროპოლიტის რეზიდენციად. საბჭოთა პერიოდში შიგნით განათავსეს კომუნალური ბინები.

შენობის მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს 1998 წელს. 2002-2003 წლებში ინტერიერი გადააკეთეს ეკატერინეს ეპოქის სტილში (ცნობილი ანალოგიების მიხედვით). საპროექტო სამუშაოები განახორციელა „ლენპროექტრესტავრაციის“ ინსტიტუტმა. მუზეუმმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო 2003 წლის 28 მაისს. რეკონსტრუქციის დროს შეიქმნა ასევე ულამაზესი პოლონური ბაღი, რომელშიც შესვლა ფასიანია. 2008 წელს ექსპლოატაციაში შევიდა სახლის სასტუმრო კორპუსი, ხოლო 2009 წელს გაიხსნა ორანჟერეა, სადაც განათავსეს ლიტერატურული კაფე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება