დერეიურთის ხიდი — ხიდი თურქეთში, ბალთაჯის ხეობაში.

დერეიურთის ხიდი
ადგილმდებარეობა დერეიურთი, თურქეთი
გადებულია ბალთაჯი
მასალა ქვა
თაღების რაოდენობა 1
სიგრძე 23 
სიგანე 2,1 

იგი ზღვის სანაპირო ზოლიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული და აშენებულია სოფელ დერეიურთში (ძვ. ჲაილავასლი). ნაგებობა სოფლის ცენტრში მდინარე ბალთაჯზეა გადებული. იგი საშუალო ზომისაა. ეს ხიდიც ნახევარწრიული მოყვანილობის თაღს ეყრდნობა. მისი ბოლოები მაკიდერეს ხიდის მსგავსად კლდოვან ქანში ხელოვნურად შეჭრილ თაროებს ებჯინება. თაღი მოგრძო ფორმის კარგად დამუშავებული ქვების ერთმანეთზე მიწყობითაა გადაყვანილი. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 23 მეტრია. სიგანე — 2,10 მეტრი. მოაჯირის ზედა ნაწილი მოგვიანებით ჩანს განახლებული. ამ ხიდიდან დაახლოებით 150 მეტრში, ჯამესთან, არის კიდევ ერთი პატარა ხიდი. ოღონდაც ეს უკანასკნელი აშკარად მოგვიანო პერიოდში ჩანს აშენებული. ბალთაჯის ხეობაში ხიდების სიმრავლე იმითაა განპირობებული, რომ აქ გადიოდა ზღვისპირეთიდან გუმუშჰანესთან და ბაიბურთ-ერზრუმთან დამაკავშირებელი ძველი გზები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 80 ISBN 978-9941-0-6458-6.