დერბენტის გუბერნია
დერბენტის გუბერნია (რუს. Дербентская губерния; 14 (26) დეკემბერი, 1846 — 5 (17) აპრილი, 1860) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — დერბენტი.
1846 წლის 14 დეკემბერს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით შეიქმნა დერბენტის გუბერნია, რომელიც წარმოიქმნა გაუქმებული კასპიის ოლქის დერბენტისა და ყუბის მაზრებს, ასევე მიერთებულ სამურისა და დარგის ოკრუგებსა და დაპყრობილ დაღესტნის სხვა ტერიტორიებს[1].
1860 წლის 5 აპრილს დერბენტის გუბერნია გაუქმდა, ხოლო მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი შევიდა ახლადშექმნილ დაღესტნის ოლქში[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXI, указ 20701, ст. 647
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 36026, ст. 916-918