დენვერი, უკანასკნელი დინოზავრი


დენვერი, უკანასკნელი დინოზავრი (ინგლ. Denver, the Last Dinosaur) — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი, რომელიც 1988 წელს World Events Productions-მა გამოუშვა. იგი ეთერში აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე იყო ნაჩვენები და მოგვიანებით, 1990 წლამდე, რამდენიმეჯერ გაიმეორეს. ეპიზოდების მთავარი თემაა ეკოლოგია და მეგობრობა.

დენვერი, უკანასკნელი დინოზავრი

სატიტულო კადრი
ჟანრი ანიმაციური ტელესერიალი, საბავშვო ტელესერიალი
ავტორი პიტერ კიფი[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 2
ეპიზოდი 50
წარმოება
ხანგრძლივობა 30 წთ.
კომპანია World Events Productions
Calico Entertainment
ეთერში 12 სექტემბერი, 1988 (1988-09-12) — 22 ნოემბერი, 1988 (1988-11-22)

სერიალი ორი სეზონისგან შედგება. მის შექმნას მოჰყვა დინოზავრების თემის განსაკუთრებული პოპულარულობა, რომელიც წარმოიშვა ანიმაციური ფილმის „დედამიწა ჩვენ დრომდე“ გამოჩენისას. დენვერი დაიხურა, ვინაიდან მაყურებელთა რაოდენობამ იკლო. თუმცა, განათლების ეროვნულმა ასოციაციამ მას მაღალი შეფასება მისცა და სანახავად რეკომენდაციას უწევდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Barnes, Mike. "'Voltron' producer Peter Keefe dies", The Hollywood Reporter, May 28, 2010. Accessed August 26, 2010.