დენგი — თოფისწამლის დასანაყი ხელსაწყო ხევსურეთში. შედგებოდა მიწაში ჩაფლული ქვის ან ხის როდინის, ხის ტარში პერპენდიკულარულად ჩასმული ქვის სანაყისა და ხეში ამოკვეთილი ან ქვით ნაშენი საყრდენისაგან. კედი ისე იყო გადაბმული საყრდენზე, რომ სანაყი როდინის ღრმულს ხვდებოდა. საყრდენზე კაცის სიმაღლეზე 2 სარი იყო ამართული. კედის ბოლოზე შედგებოდნენ, სარებს ჩასჭიდებდნენ ხელს და ფეხის რიტმული მონაცვლეობით ნაყსსწამლის მასას (გვარჯილა, გოგირდი, ნახშირი).

ლიტერატურა

რედაქტირება