დემონეტიზაცია (დე... და მონეტა), სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მონეტისათვის მიმოქცევისა და გადახდის საშუალებათა კანონიერი ფუნქციის ჩამორთმევა. მონეტის ხმარებიდან ამოღება, რასაც განაპირობებს რემედიუმის მკვეთრი გადახრა. მონეტა, რომელმაც დემონეტიზაცია განიცადა, თავის ღირებულებას ინარჩუნებს მხოლოდ მასში შემავალი ლითონის (წონის მიხედვით) ღირებულების რაოდენობით. დემონეტიზაცია ჩვეულებრივ, ფულის სისტემის შეცვლის დროს ტარდება; მაგ., მონეტის ლითონის გაუფასურებისა და სხვა სავალუტო ლითონზე გადასვლისას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 3, გვ. 467, თბ., 1978