დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ინგლ. Office for Democratic Institutions and Human Rights), შემოკლ. ოდირი (ODIHR) – ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ძირითადი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანიცაა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და დაცვა.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) | |
მლოდზოიევსკის სასახლე ვარშავაში, ოდირის შტაბ-ბინა | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 1990 |
იურისდიქცია | ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია |
მთავარი სამმართველო | ვარშავა, პოლონეთი
|
თანამშრომლები | 180 |
უწყების ხელმძღვანელი | თეა ჯალიაშვილი |
საიტი | |
osce.org/odihr/ |
ODIHR აქტიურია ეუთოს 57 წევრ ქვეყანაში. ის ეხმარება მთავრობებს შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, როგორც ეუთოს წევრებმა, არჩევნების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და შემწყნარებლობისა და არადისკრიმინაციის სფეროებში.
როგორც ,,თავისუფალი არჩევნების ოფისი", ოდირი 1990 წელს, პარიზის ქარტიის შესაბამისად შეიქმნა. 1992 წელს, ჰელსინკის სამიტზე ოფისს მიენიჭა მანდატი დაეხმაროს ეუთოს ხევრ სახელმწიფოებს რათა მათ ,,უზრუნველყონ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემა, იმოქმედონ კანონის უზენაესობის საფუძველზე , ხელი შეუწყონ დემოკრატიის პრინციპებს და შექმნან, გააძლიერონ და დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები და ხელი შეუწყონ ტოლერანტობის პრინციპების დამკვიდრებას მთელ საზოგადოებაში“. [1]
ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს პოლონეთის ქალაქ ვარშავაში.
ODIHR-ის საქმიანობა
რედაქტირებაოდირის ყველაზე ცნობილი მისია არჩევნებზე დაკვირვებაა. ODIHR აკვირდება არჩევნებს ეუთოს რეგიონში, რათა დაადგინოს, რამდენადაა დაცული ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა თანასწორობა, პოლიტიკური პლურალიზმი და გამჭვირვალობა. ოფისი ასევე მუშაობს ქვეყნებთან, რათა დაეხმაროს მათ საარჩევნო პრაქტიკის გაუმჯობესებაში.[2]1996 წლიდან ODIHR 400-ზე მეტ არჩევნებს დააკვირდა. ამ სადამკვირვებლო მისიებში დასაქმებული იყო დაახლოებით 53000 მოკლევადიანი დამკვირვებელი და 5000-ზე მეტი გრძელვადიანი დამკვირვებელი. [3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.osce.org/files/f/documents/2/8/521239_0.pdf
- ↑ Elections. ციტირების თარიღი: 2021-09-24
- ↑ OSCE’s human rights office marks 400th election observation on International Day of Democracy en. ციტირების თარიღი: 2021-09-24