დემილიტარიზებული ზონა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
დემილიტარიზებული ზონა (შემოკლებით — დმზ) — კომპიუტერულ ტექნოლოგიებში წარმოადგენს კომპიუტერულ ქსელს ან მცირე ლოგიკურ ქვექსელს, რომელიც განლაგებულია დაცულ შიდა ქსელსა (მაგ.: შიდა-კორპორატიული ლოკალური ქსელი) და დაუცველ გარე ქსელს (მაგ.: ინტერნეტი) შორის.
დმზ-ში გაერთიანებული კომპიუტერები, როგორც წესი, წარმოადგენენ ვებ-სერვერებს, DNS-სერვერებს ან საფოსტო სერვერებს. რამდენადაც აღნიშნულ ზონას სისტემატიური კონტაქტი აქვს ინტერნეტთან, შესაბამისად იგი მუდმივად იმყოფება თავდასხმის საშიშროების ქვეშ. ამიტომ დმზ-ს ლოკალური ქსელის რესურსებთან წვდომა აკრძალული აქვს, თუმცა დმზ-ის რესურსები ყოველთვის ხელმისაწვდომია ლოკალური ქსელიდან. ეს უზრუნველყოფს ამ უკანასკნელის საიმედო დაცვას არასასურველი შეჭრისგან და იმავდროულად, დმზ-ში გაერთიანებული კომპიუტერების მიზანშეწონილ მართვას.
დმზ-ის შექმნა შესაძლებელია მრავალი დამცავი პროგრამული ან ტექნიკური უტილიტის მეშვეობით, ხშირად ამის საშუალებას Firewall-ის ინტერფეისი იძლევა.