დემეთ ევგარი (დ. 18 მაისი, 1980, მანისა, თურქეთი) — თურქი მსახიობი, რომელიც ცნობილია მხატვრული ფილმებისა და სერიალების როლებით. დემეთ ევგარი სამსახიობი კარიერას ეწევა თეატრშიც. მან დააფუძნა ისეთი თეატრალური ინსტიტუტები, როგორიცაა „პანგარი„, „ჰატა იაპემი ატილიესი“, „მუშტერეკი“, „მულტი არტ პროდაქშენი“.

დემეთ ევგარი
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1980 (1980-05-18) (43 წლის)
მანისა, თურქეთი
აქტიური 2000 -

ევგარი დაიბადა თურქეთის, ქალაქ მანისაში 1980 წელს, მამამისის ოჯახი ალბანური წარმოშობისაა. სანამ ოსმალეთის იმპერია დაინგრეოდა, მამის მხრიდან ოჯახი თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად სალონიკიდან, რომელიც დღეს საბერძნეთის ნაწილია [1][2] , მისი ოჯახის სხვა ნაწილი კი მუსულმანური ოსმალეთის წარმოშობისაა. მისი ძმა იგით ევგარი, მუშაობს რეჟისორად [3][4].

ბიოგრაფია რედაქტირება

პოპულარობა მას მას შემდეგ მოიპოვა, რაც კომედიურ სერიალში „კაცი და ქალი“ მე-8 სეზონში ითამაშა. აღნიშნული სერიალი 2012 წელს რუსულად ითარგმნა. დემეტ ევგარის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება სერიალი „შენ ხარ ჩემი სამშობლო“, რომელიც გამოვიდა 2018 წელს.

ამჟამად თურქი მსახიობი დემეთ ევგარი აქტიურად მუშაობს სერიალზე „ავლუ“ (ეზო), სადაც ის თამაშობს არაერთ ცნობილ მსახიობთან ერთად [3][5]. მან ითამაშა „Kara Fatma“ (სტუმარი ვარსკვლავი) როლი „Vatanım Sensin“-ში.

 
დემეთ ევგარი

1990 წელს გამოვიდა სერიალი, სადაც მსახიობი თამაშობს საკუთარ თავს - ეს არის სერიალი „შოუ ბაიაზი“ [6].

2010 წელს მან მიიღო ჯილდო საუკეთესო ქალი კომედიის შემსრულებელი (ფილმში „კაცი და ქალი“).

2012 წელს მან მიიღო ანტალიის სატელევიზიო ჯილდო საუკეთესო ქალი კომედიის მოთამაშე (ფილმში „კაცი და ქალი“).

თურქულმა GQ-მ 2018 წლის ქალ მსახიობად - დემეთ ევგარი, სერიალ „Avlu“-ს (ეზო) ვარსკვლავი დაასახელა. ფილმში მოვლენები ხდება ციხეში, დემეთ ევგარი კი მთავარ როლს ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Filiz Şeref. Kahkahanın öznesi Demet Evgar.
  2. Hakan Gence. (10.02.2018) Arnavut damarım var canım benim, birden sinirim zıplayabiliyor!.
  3. 3.0 3.1 Demet Evgar hakkında bilinmesi gereken 33 şey (14.10.2010).
  4. Pelin Çini. ‘Sokaktan tepki yok, zaten beni tanımazlar’. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14.03.2016. ციტირების თარიღი: 10.05.2021.
  5. Demet Evgar kimdir.
  6. Демет Эвгар.