დეველოპმენტი (უძრავი ქონება)

დეველოპმენტი (ინგლ. development — „განვითარება, სრულყოფა“[1]), უძრავი ქონების დეველოპმენტი — სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია არსებული შენობის ან მიწის ნაკვეთის რეკონსტრუქციასთან ან ცვლილებასთან, რომლითაც მიიღწევა მათი ღირებულების ზრდა. დეველოპმენტი გულისხმობს აგრეთვე შენობისა და ნაგებობის რემონტსაც — იმ შემთხვევაში, თუ იგი ზრდის გაყიდვის ფასს ან საარენდო განაკვეთს. ასეთ დეველოპმენტს ეწოდება რენოვაცია.

კომპანიას, რომლის საქმიანობის სფეროა დეველოპმენტი, ეწოდება დეველოპერი. დეველოპერი უკვეთავს პროექტს, ყიდულობს ან არენდით იღებს მიწის ნაკვეთს, უზრუნველყოფს კომუნიკაციების გაყვანას, ობიექტის მშენებლობას ან შეკეთებას, აფინანსებს სამუშაოთა შესრულებას, არენდით გასცემს ან ყიდის შექმნილ ობიექტს.

საქართველოში მოქმედი დეველოპერული კომპანიები ძირითადად გაიგივებულია სამშენებლო კომპანიებთან. 2020-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში მოქმედი იყო 200-ზე მეტი დეველოპერული კომპანია, მ. შ. „აქსისი“, „არსი“, „ანაგი“, „ბლექ სი გრუპი“, „Age Batumi“, „m²“ და ა. შ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. development. დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი. Dictionary.ge. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2024