დევაძეების ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელხევში. ძველად წითელხევის სადემეტრაოს უწოდებდნენ. სოფელი ზღვის დონიდან 200 მეტზე, ბაღდათიდან კი 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს .

რაც შეეხება ანთროტოპონიმს სადემეტრაოს, იგი დემეტრაძეების ჩამოსახლების შემდეგ უნდა დარქმეოდა სოფელს.

დემეტრაძეთა ჩამოსახლების პირველი ცნობა დათარიღებულია 1558 წლით. საბუთში მოხსენიებულია ვინმე დემეტრაძე ვანია.

იგი ბაღდადის რაიონში მდებარეობს მდ. კორისწყლის ნაპირებზე. სოფელში არის დევაძეების შუა საკუნეების ეკლესია, ხოლო მახლობლად დგას X ს-ის ამაღლების ეკლესია, რომელშიც შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები მოხატულობიდან და კანკელი.

ბაღდათის რაიონის ისტორიული ძეგლებიდან აღნიშნული დევაძეების ეკლესია X-XI საუკუნეების არქიტექტურულ ძეგლს მიეკუთვნება, გვიან შუა საუკუნეებში კი გადაკეთდა, ხოლო მახლობლად დგას X ს-ის ამაღლების ეკლესია, რომელშიც შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები მოხატულობიდან და კანკელი.

დევაძეების ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. დევაძეების ეს ეკლესია დღეს მოქმედია.

ტოპონიმი

რედაქტირება

გადმოცემა ზემოთ აღნიშნულ სახელთან (სადემეტრაო) ასეთია: ხრესილის ომში 1757 წელის რომლის მთავარ სარდალი და სულის ჩამდგმელი იყო მეფე სოლომონ I, მონაწილეობა მიუღია ვინმე დემეტრეს, რომლის მხედრულ შემართებას, შეუპოვრობას და სიმამაცეს მოუხიბლავს სოლომონი. ბრძოლის დამთავრების შემდეგ მეფეს ახალგაზრდა მეომრისათვის აზნაურობა და ერთი სოფელი გლეხებითურთ უბოძებია, იმერეთის საერისთაოში. დემეტრეს ნაშიერი გამრავლებულან და დღემდე ცნობილი არიან დემეტრაძეებად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წითელხევის ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.179. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
  • წითელხევი //ხუსკივაძე ი. ქართულ ეკლესიათა გვიანი შუა საუკუნეების ”ხალხური’ მოხატულობანი.-თბ.,2003.-გვ.77-110.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება