დედული
დედული — ფეოდალურ საქართველოში დედის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობის უფლებით მას შვილებს გადაეცემოდა. დედული შედგებოდა დედის მზითევისა და მონაგებისაგან, ანუ პირადი შრომა-გარჯილობით შეძენილი ქონებისაგან (მონაგებში ხშირად ნაყიდი ან ომში „ხმლით ნაშოები“ ქონებაც იგულისხმებოდა). მემკვიდრეობით მიღებული დედული ემატებოდა მამულს და მის შემადგენელ ნაწილად იქცეოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;
- ფუტკარაძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.