დედაბერიქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში მოხუცი ქალები. ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში ცნობილია კეთილი და ბოროტი დედაბრები. კეთილი დედაბერი კაცთა მოდგმის მოსარჩლეა, ექომაგება ზღაპრის დადებით გმირებს; ბოროტი კი ფიზიკურად მახინჯი, ავსული, კაციჭამია, ირეალური არსებაა. ცხოვრობს უმთავრესად ქვესკნელში, მიუვალ ტყეში; მას ახასიათებს მითური ნიშნები, განაგებს სტიქიურ მოვლენებს, არის ტყის ბინადართა პატრონ-მფარველი, აქვს ჯადოსნური, სასწაულმოქმედი საგნები. ზღაპრებში მას კუდიანს უწოდებენ (სამეგრელოში — მზაკვარს). ბოროტი დედაბრის ფუნქციაა დადებითი პერსონაჟისთვის წინააღმდეგობის შექმნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ოქროშიძე თ., ქართული ფანტასტიკური ზღაპრის მხატვრული სახეები (დედაბერი), კრ.: ქართული ფოლკლორი. მასალები და გამოკვლევები, [ტ.] 1–2, თბ., 1964;
  • ღლონტი ა., ქართული ხალხური ნოველა, თბ., 1963;