დაშლის კუნძული
დაშლის კუნძული (აზერ. Daşlı adası) — დაუსახლებელი კუნძული კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის აღმოსავლეთ სანაპიროზე. იგი ბაქოს არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულს წარმოადგენს. წარსულში კუნძულს იგნატიუსის ქვა ეწოდებოდა[1].
მშობ. სახელი: (აზერ. Daşlı adası) | |
---|---|
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 39°37′12″ ჩ. გ. 49°43′43″ ა. გ. / 39.62000° ჩ. გ. 49.72861° ა. გ. |
ფართობი | 0,218 კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირება1922 წლამდე დაშლი წყალქვეშა ბანკს წარმოადგენდა[2]. კუნძული გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით[3]. 1980 წლის მონაცემებით, მისი სიგრძე 350 მეტრი, ხოლო სიგანე 250 მეტრი იყო.
დაშლი მდებარეობს ბიანდოვანის კონცხის აღმოსავლეთით 32,2 კილომეტრში. მისი უახლოესი მეზობელი უსახელო კუნძულია, რომელიც დაშლის ჩრდილოეთით 13,9 კილომეტრში მდებარეობს.
კუნძულზე მდებარეობს ტალახის ვულკანი, რომელიც გამოიმუშავებს გაზს, წყალს და ტალახს[1]. ვულკანური ამოფრქვევები დაფიქსირდა 1920 და 1945 წლებში[4].
2021 წლის 4 ივლისს, ბაქოს დროით 21:50 საათზე, კუნძულზე მოხდა ახალი ამოფრქვევა, რომელსაც თან ახლდა ძლიერი აფეთქება და ხანძარი[5]. ამოფრქვევამდე დაფიქსირდა 2,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 1,5 კილომეტრის სიღრმეზე. ვულკანური აქტივობა რვა წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, ვულკანმა ცეცხლის სვეტი 500 მეტრის სიმაღლეზე დაახლოებით 30 წამით გაისროლა. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ცეცხლი თვალსაჩინო იყო ქალაქ ბაქოში, რომელიც კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით 75 კილომეტრში მდებარეობს. ვულკანოლოგი საიმონ კარნი აღნიშნავდა, რომ ამოფრქვევა დისტანციური ზონდირების მოწყობილობებითაც დაფიქსირდა, რომლებიც თერმულ ანომალიას აფიქსირებდნენ[6]. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დილით ვულკანის კრატერში კვლავ შენიშნეს მცირე ალი.
2021 წლის ამოფრქვევის შედეგად კუნძულის ფართობი 8,55 ჰექტარიდან 21,8 ჰექტარამდე გაიზარდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ამოფრქვევამ კუნძულის ტერიტორიას 62 ათასი მ³ ტალახი დაამატა. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა კუნძულის დასავლეთ ნაწილში, სადაც ვულკანი მდებარეობს. სპეციალისტების აზრით, ეს მიანიშნებს, რომ დაშლის კუნძული ტალახის ვულკანური აქტივობის შედეგად ჩამოყალიბდა[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Игнати дашы // Азербайджанская советская энциклопедия (азерб.). — Б., 1980. — Т. IV. — С. 372.
- ↑ Гюль К. К. Каспийское море. — Б., 1956. — С. 177.
- ↑ Якубов А. А., Ализаде А. А., Зейналов М. М. Грязевые вулканы Азербайджанской ССР. — Б.: Издательство «Элм», 1971. — С. 185.
- ↑ 4.0 4.1 Mud volcano as a feature of emergence in Caspian Sea
- ↑ Причиной пожара в Каспийском море стало извержение грязевого вулкана на острове Дашлы - SOCAR
- ↑ В Каспийском море произошло извержение грязевого вулкана