დაუბიგნის ბაღი
დაუბიგნის ბაღი - ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე, დახატულია სამჯერ, ნახატებზე გამოსახულია ჩარლზ-ფრანცუა დაუბინგის დახურული ბაღი, მხატვრის, რომელსაც ვან გოგი დიდ პატივს სცემდა და აფასებდა მთელი სიცოცხლის მანძილზე.
დაუბიგნის ბაღი | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
ტიპი | ზეთი ტილო |
სიმაღლე | 56 |
სიგანე | 101 |
ქალაქი | ბაზელი |
მუზეუმი | ბაზელის ხელოვნების მუზეუმი |
დაუბიგნის ბაღი | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
ტიპი | ზეთი ტილო |
სიმაღლე | 56 |
სიგანე | 101 |
ქალაქი | ჰიროშიმა |
მუზეუმი | ჰიროშიმას ხელოვნების მუზეუმი |
ვან გოგმა თავდაპირველად ბაღის მცირე ჩანახატების ხატვა დაიწყო, შემდეგ მან დაიწყო მუშაობა ორმაგ ტილოზე სადაც ბაღის მთელი ხედი ჩანდა. ნახატი შესრულებულია ოვერში, მაისსა და ივლისს შორის, 1890 წელს. მისიი სიცოცხლის უკანასკნელი თვეების განმავლობაში. სამივე ნახატის სახელია დაუბიგნის ბაღი და გამოფენილია სხვადასხვა მუზეუმებში: ბაზელის ხელობნების მუზეუმი, ჰიროშიმას ხელოვნების მუზეუმი და ვან გოგის მუზეუმი.
ჩარლზ-ფრანსუა დაუბიგნი
რედაქტირებავან გოგი ძალიან დიდ პატივს სცემდა ჩარლლზ-ფრანსის დაუბიგნის, ფრანგ პეიზაჟების მხატვარს, რომელიც ასოცირებული იყო ბარბიზონის სკოლასთან და ხატავდამდინარეებსა და ბუნების სცენებს. დაუბიგნი დაიბადა პარიზში 1817 წელს და 1860 წელს საცხოვრებლად ოვერ-სიურ ოაზში გადავიდა.[1] 1878 წელს ვინსენტ ვან გოგმა მისწერა თავის ძმას თეო ვან გოგს, რომ ის ძალიან გულდაწყვეტილი იყო დაუბიგნის სიკვდილის გამო, რომლის ცხოვრებამ და მოღვაწეობამაც მასზე დიდი გავლენა იქონია: "სამუშაომ რომელიც კარგია, შესაძლოა დიდხანს ვერ გაძლოს, მაგრამ ამ საქმით შთაგონებული გონება და დატოვებული ნამუშევარი კი აცილებლად გაუძლებს დროს, და ისინი ვინც შემდეგ მოვლენ შეძლებენ გაყვნენ ნაკვალევს რომლებსაც მათი წინამორბედები დატოვებენ, ეს მათთვის მაგალითი იქნება."[2]
როდესაც 1890 წელს ვინსენტი ოვერში ჩავიდა, დაუბიგნის სახლი კვლავ მის ვრივს ეკავა. ვინსენტმა მისი ბაღი სამჯერ დახატა: ორჯერ ბაღის მთლიანი ხედი ორმაგ ტილოზე და შემდეგ კი ბაღის გარკვეული ნაწილი შედარებით მომცრო ზომის ტილოზე.[1]
ოვერ-სიურ-ოაზი
რედაქტირებაოვერ-სიურ-ოაზი და მისი მიმდებარე ტერიტორია, პასტორალური მხარე გორებით, მდელოებით, ბაღებითა და კოტეჯებით ყოველთვის იქცევდა არტისტების ყურადღებას და აღვივებდა ინტერესს მათში.1850 წელს კი განახლებული გზით ოვერსა და პარიზს შორის გამარტივდა გადაადგილება, ამან კი ბევრ ხელოვანს გაუხსნა გზა. არტისტებს შორის რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ოვერ-სიურ-ოაზს იყვნენ იმპრესიონისტი არმან გიომენი, კამილ პისარო და პოლ სეზანი.[1][3]
1890 წლის მაისში ვინსენტ ვან გოგი ტოვებს სენ-რემი-დე-პრივანსის თავშესაფარს და გადადის ოვერ-სიურ-ოაზში სადაც ის მეტად მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს ვიდრე პარიზში, მიუხედავად ამისა ის ახლოს იყო საკუთარ ძნასთან თეო ვან გოგთან და ხშირად იყო მისისტუმარი. ოვერში ის ექიმ პოლ გაშეს ზედამხედველობის ქვეშ იყო, ფსიქოლოგის რომელმაც ურჩია ვინსენტს არ მიექცია ყორადზრება თავისი ავადმყოფიბისთვის და სრული კონცენტრაციამოეხდინა ხატვაზე. გაშე, მოყვარული მხატვარი, ვინსენტის ახლო მეგობარი ხდება, მან დიდი როლი ითამაშა ვან გოგის უკანასკნელი წლების მოვლენებში. ძმისადმი მიწერილ წერილებში ვინსენტი გაშეს ახასიათებს როგორც მეორე ძმას.[4]
ვინსენტი ოვერიდან ძმისადმი მიწერილ პირველ წერილში ამბობს, „ეს ძალიან ლამაზია, ნამდვილი სოფელი, დამახასიათებელი და თვალისმომჭრელი“[3]
ნახატები
რედაქტირებაბაღის სრული ხედი, ბაზელის ხელოვნების მუზეუმი
რედაქტირება1890 წლის 23 ივლისით დათარიღებულ ძმისადმი მიეწრილ წერილში ვინსენტი წერს, „ვფიქრობ რომ დოუბიგნის ბაღის ეს ვერსია ძალიან დაგაინტერესებს – ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილად შესრულებული ტილოა.“ [5][6] ორივე ორმაგ ტილოზე შესრულებულ ნამუშევარზე ბაღის ხედი შესასვლელი კარიბჭიდან ისახება და ძალიან დიდი სივრცე მოჩანს, ასევე ჩანს გრძელი სკამი და მაგიდა. ამ ნახატში ქალი, კატა და იისფერი ყვავილები სიცოცხლის ინსპირაციაა; მეორე ნამუშევრიდან კი ვინსენტმა კატა ამოიღო. ბაღის პეიზაჟი, ნახატში ფოკუსირება პეიზაჟზე ხდება, ასევე ყურადღება გამახვილებულია ხეივნებზე, რომლის ჩრდილშიც სკამი და მაგიდაა. უკანა ფონზე გაირჩევა დიდი სახლი და რომაული სტილის ეკლესია.[7][8] The beautifully manicured and landscaped Daubigny's Garden elevated the posthumous reputation of Charles-François Daubigny as a successful, cultured man of Auvers.[7]
ნახატი შესრულებულია ორმაგი ფენის ტილოზე.[6] ინიციალური ინფორმაციით, საკმაოდ გაჭიმული სესხით მოუხდა ბაზელის ხელოვნების მუეზეუმს სტაჩელინების ოჯახისგან სწორედ ამ ნამუშევრის დაქირავება, რომელიც მეორე ნამუშევრისგან მარცხენა ქვედა კუთხეში დახატული კატით განირჩევა.
ბაღის სრული ხედი, ჰიროშიმას ხელოვნების მუზეუმი
რედაქტირებანახატში რომელშიც ვინსენტ ვან გოგმა ცა მკრთალი მწვანით დახატა[8] ძალიან მიმსგავსებულია მსგავსი სტილის მეორე ნახატს რომელიც ბაზელის ხელოვნების მუზეუმში ინახება[1] და რომელზეც წინა პლანზე კატაა დახატული. ეს მოგვიანებით შესრულებული ვერსია პირველის მსგავსად ორმაგ ტილოზეა დახატული[6] და საკმაოდ ხანგრძლივი დროით აქვს დაქირავებული ჰიროშიმას ხელოვნების მუზეუმს.
ბაღის ნაწილი, ვან გოგის მუზეუმი
რედაქტირებავან გოგის მუზეუმმა შეისწავლა დაუბიგნის ბაღი, მისი ყოველი ნაწილი. ვინსენტი ძმისადმი მიწერილ წერილში აღწერს ბაღის ხედს: "ძირს მწვალე და ვარდისფერი ბალახია, შუაში ვარდის ბუქი, მარჯვნივ კი პატარა კარიბჭე და ყვითელი ცაცხვების რიგი. თავად სახლი უკანა ფონზე მოჩანს, ვარდისფერი, ლურჯი ფერის კრამიტის სახურავით."[1]
დავა დოუბიგნის ბაღის შესახებ (F776)
რედაქტირებაპირველ მსოფლიო ომამდე კითხვები ჩნდებოდა ორმაგ ტილოზე შესრულებული ტილოების შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ვინსენტის ნახატების მასიური ფალსიფიცირება ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრე გერმანელი ოტო ვაკერის მიერ. მიუხედავად იმისა რომ ვაკერმა წარმატებით შეძლო გაეყიდა ვან გოგის ყალბი ნახატები, მისი მცდელობა მაინც კრახით დასრულდა, მალევე ვინსენტის შემოქმედების ექსპერტების მიერ ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ის დამნაშავედ სცნეს. მაგრამ ისტორიები ფალსიფიცირების შესახებ კვლავაც აქტუალურია.[9]
1929 წელს ლუდვიგ ჯუსტი, ბერლინის ნაციონალური გალერეის დირექტორი, განსაკუთრებით დაინტერესდა დაუბიგნის ბაღის (F776) ისტორიით, რომელიც ეკუთვნოდა პარიზელ ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრე პოლ როსენბერგს. ფრანგმა მხატვარმა და კოლექციონერმა ემილ შუფენეკერმა, რომელმაც გავრცელებული იდეის თანახმად ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების კოპიოები დაამზადა, ძალიან დაინტერესდა დაუბიგნის ბაღით. იცოდა რა რომ დადიოდა ხმები ვინსენტის ამ ნამუშევრის ავთენტურობის დაუზუსტებლობის შესახებ, ჯუსტიმ სწრაფად დასვა შეკითხვები ამის შესახებ, და მიიღო კიდეც საკმაოდ დეტალური და ზუსტი პასუხი. 1929 წელს დაახლოებით 70-მა ადამიანმა დაააადასტურა ნაციონალური გალერიის მეგობრების საზოგადოებიდან რომ ნამუშევარსი შეეძინათ და გადაეცათ ნაციონალური გალერიისთვის. სწორედ დაუბიგნის ბაღი იყო ერთ-ერთი პირველი შენაძენი.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Daubigny's Garden, Hiroshima Museum of Art დაარქივებული 2011-07-23 საიტზე Wayback Machine.
- Daubigny's Garden, Kunstmuseum Basel დაარქივებული 2011-03-03 საიტზე Wayback Machine.
- Daubigny's Garden, Van Gogh Museum დაარქივებული 2013-07-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Daubigny's Garden, 1890. Permanent Collection. Van Gogh Museum (2005–2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-28. ციტირების თარიღი: 2011-04-23.
- ↑ Letter from Vincent van Gogh to Theo van Gogh, Amsterdam, 3 March 1878. Van Gogh Letters. WebExhibits (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-10. ციტირების თარიღი: 2011-04-23.
- ↑ 3.0 3.1 The Painters' Village. Permanent Collection. Van Gogh Museum (2005–2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-15. ციტირების თარიღი: 2011-04-23.
- ↑ 1890, Return North. Permanent Collection. Van Gogh Museum (2005–2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-19. ციტირების თარიღი: 2011-04-23.
- ↑ van Gogh, V; Leeuw, R; Pomerans, A [1996] (1997) The Letters of Vincent van Gogh. London and other locations: Penguin Classics, გვ. 503. ISBN 0-14-044674-5.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Letter from Vincent van Gogh to Theo van Gogh, Auvers-sur-Oise, 23 July 1890. Van Gogh Letters. WebExhibits (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-17. ციტირების თარიღი: 2011-04-23.
- ↑ 7.0 7.1 Zemel, C (1997). Van Gogh's Progress: Utopia, Modernity, and Late-Nineteenth-Century Art. Berkeley: University of California Press, გვ. 225. ISBN 0-520-08849-2.
- ↑ 8.0 8.1 Danto, A (1997). Encounters & Reflections: Art in the Historical Present. University of California Press, გვ. 59. ISBN 0-520-20846-3.
- ↑ Nordenfalk, C (2006-07-31). The Life and Work of Van Gogh. New York: Philosophical Library, გვ. 191–192. ISBN 978-1-4286-5725-0.
- ↑ Tromp, T (2010). A Real Van Gogh: How the Art World Struggles with Truth. Amsterdam University Press, გვ. 79–82. ISBN 978-90-8964-176-2.