დასახლებათა გეოგრაფია

დასახლებათა გეოგრაფიასაზოგადოებრივი გეოგრაფიის ქვედარგი, რომელიც შეისწავლის განსხვავებული ტაქსონომიური რანგის ტერიტორიების მოსახლეობის განსახლებას, როგორც პირველადი ერთეულების (დასახლებული პუნქტებისა და ცალკეული დასახლებული წერტილები), ისე დასახლებათა გარკვეულ ტერიტორიულ ერთობლიობათა (დასახლებული ადგილების ქსელები და სისტემები) მიხედვით. დიდი ყურადღება ექცევა დასახლებათა ტიპოლოგიას, მათი განვითარების გეოგრაფიულ თავისებურებებს, განსახლების ჯგუფური ფორმების შესწავლას, ცალკეული ქვეყნებისა და რაიონების დასახლებათა ერთობლიობის სისტემურ-სტრუქტურულ განხილვას.[1] დასახლებათა გეოგრაფია ტრადიციულად კულტურის გეოგრაფიას მიეკუთვნება და იყოფა ქალაქებისა და სასოფლო დასახლებათა გეოგრაფიად. ამრიგად, დასახლებები უმეტესწილად განიხილება როგორც კულტურული ლანდშაფტის ელემენტები, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. ავსტრალიის, ევროპისა და ინდოეთის გარდა, ტერმინი იშვიათად გამოიყენება ინგლისურენოვან გეოგრაფიაში. ერთ-ერთი ბოლო წიგნი დასახლებათა გეოგრაფიის შესახებ „Cambridge University Press“-მა 1990-იან წლებში გამოსცა. თუმცა, დასახლებათა გეოგრაფია ტრადიციული და აქტუალური მიმართულებაა მრავალ ქვეყანაში.[2]

ლიმატის ხეობა შვეიცარიაში (ციურიხისა და აარგაუს კანტონი), საგარეუბნო დასახლება.
  1. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014, გვ. 82.
  2. Hornby W.F. and M. Jones 1990: An Introduction to Settlement Geography. Cambridge, 151 pp.