დასავლეთი ენედის რეგიონი

დასავლეთი ენედის რეგიონი (ფრანგ. Région de l'Ennedi Ouest, არაბ. منطقة إنيدي) — ჩადის რეგიონი, რომელიც შეიქმნა 2012 წლის 4 სექტემბერს ძველი ენედის რეგიონისგან.[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ფადა. მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 59 744 ადამიანს.[2][3][4][5].

რეგიონი
დასავლეთი ენედის რეგიონი
ფრანგ. Région de l'Ennedi Ouest
არაბ. منطقة إنيدي
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Fada
კოორდინატები 18°28′00″ ჩ. გ. 21°24′00″ ა. გ. / 18.46667° ჩ. გ. 21.40000° ა. გ. / 18.46667; 21.40000
დაარსდა 2012
მოსახლეობა 59 744 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

დასავლეთი ენედის რეგიონი მდებარეობს ჩადის ჩრდილოეთით და ტერიტორიულად შეესაბამება დასავლეთი ენედის ყოფილ დეპარტამენტს.[5] დასავლეთიდან მას ესაზღვრება ბორკუს რეგიონი, სამხრეთიდან უადი-ფირის რეგიონი, აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთი ენედის რეგიონი, ჩრდილოეთიდან ლიბია.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით დასავლეთი ენედის რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად, ფადა და მურტშა.

  1. Déby, Idriss. (4 September 2012) Ordonnance No. 27/PR/2012. Republic of Chad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 14 June 2015.
  2. მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
  3. მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
  4. მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
  5. 5.0 5.1 მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)