დარნლის კონცხი (მაკ-რობერტსონის მიწა)

დარნლის კონცხი (ინგლ. Cape Darnley) — კონცხი, რომელიც მდებარეობს ბიორკის ნახევარკუნძულზე, მაკ-რობერტსონის მიწის რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთში, აღმოსავლეთ ანტარქტიდაში.

დარნლის კონცხი — ანტარქტიდა
დარნლის კონცხი
დარნლის კონცხი
დარნლის კონცხი ანტარქტიდის რუკაზე.

1929 წლის 26 დეკემბერს სერ დუგლას მოუსონმა (კოორდინატებზე 66°57′ ს. გ. 71°57′ ა. გ. / 66.950° ს. გ. 71.950° ა. გ. / -66.950; 71.950) „დისქავერის“ ანძიდან აღმოსავლეთით, პირველად დაინახა მიწა სამხრეთ-დასავლეთ ჰორიზონტზე. 1931 წლის 10 თებერვალს, ის დაბრუნდა „დისქავერით“ და შეძლო საკმარისად ახლოს მიახლოება, რომ ენახა სათავე. სახელი დაერქვა ე. რ. დარნლის პატივსაცემად, რომელიც იყო კოლონიური სამმართველოს აღმოჩენების კომიტეტის თავმჯდომარე 1923-1933 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება