დარეჯან რამიშვილი

დარეჯან რამიშვილი (დ. 1907, ქუთაისი — გ. 1992) — ქართველი ფსიქოლოგი. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების მანძილზე იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეტყველების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1987–1989 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს აზროვნებისა და მეტყველების ფსიქოლოგიაში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფართო საზოგადოებისთვის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ, მეცნიერებათა აკადემიის ეკონიმიკისა და ისტორიის ინსტიტუტებში. 1992 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1939 წელს, ხოლო სადოქტორო 1956 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა — „მეტყველების სახეთა განსხვავებული ფორმების შესახებ“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ენობრივი პროცესის ფსიქოლოგიური მექანიზმი და შემეცნების თეორია (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 170გვ.
  • აზროვნების პროცესის გენეზისისა და სპეციფიკის საკითხისათვის (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1968. - 151გვ.
  • მეტყველების განსხვავებულ სახეთა ფსიქოლოგია ბუნებისათვის (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1963. - 378გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება